ექსკლუზივი: შარლ მიშელმა ზურაბიშვილს გადადგომა ურჩია!
“თბილისი 24”- თვის , ცნობილი ხდება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი მზაკვრული გეგმის შესახებ.
ინფორმირებული წყარო გვატყობინებს, რომ სალომე ზურაბიშვილს უახლოეს მომავალში განზრახული აქვს პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვება, რაც მისი ევროპელი მფარველებისთვის მთავარი საფუძველი გახდება საქართველოსთვის ევროპული სტატუსის მინიჭებაზე უარის სათქმელად.
წყაროს თქმით,” ნაციონალური მოძრაობის ” და მისი სატელიტურ პარტიებს უკვე მიღებული აქვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდასაჭერი სამოქმედო გეგმა , აქციების ჩათვლით, რადგან მას ” კარტოფილზე ნაყიდი” ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს.
წყაროს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა ჰქონდა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან , რომელმაც, არაოფიციალურად სიტყვასიტყვით რჩევის სახით უთხრა, რომ ” ხალხი არ დაგითმობს, სჯობს გადადგე, ვიდრე სასახლიდან გამოგათრევენ”.
გადადგომის სანაცვლოდ ზურაბიშვილს მიშელისგან უკვე გარანტიებული აქვს ევროპის ერთ -ერთი წამყავნი პოლიტიკოსის სავარძელი.
ქვეყანას წინ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები ელის.