მართალი კაცი!
სხვადასხვა დასის , სხვადასხვა რეგალიის ბევრი სათაყვანო წმინდანი და წინასწარმეტყველია დედამიწაზე, საქართველოში, თუმც, ჩემთვის , როგორც ერთი ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ამ ცრუ სამყაროში არის ერთი, ეკლესიისგან მინიჭებული ახლობელი წოდება – მართალი!
წარმოგიდგენიათ, ადამიანმა რა ცრუ, ყალბ ეპოქაში უნდა იმოღვაწოს, რომ ერმა, ბერმა , უფალმა ეს სახელი – მართალი დაუმკვიდროს სამარადჟამოდ?
გიფიქრიათ,რამდენი ტანჯვა, ცილისწამება, შეურაცხყოფა უნდა გადაიტანოს ამ ცხოვრებაში ადამიანმა სიმართლის დასაცავად?
და ვინ სძულთ, ვის ვერ იტანენ, ვის ერჩიან , სძაგთ ყველაზე მეტად ამ ქვეყნად? – სწორედ, მართალ, ქვეყანად ერთადერთი ჭეშმარიტების- სიმართლის მთქმელი ადამიანი!
ჩვენც ხომ შემთხევევით არ ვიწოდებით “‘ მართალის მადიდებლებად”?
მერე, რამდენი ვადიდებთ მართალს ?
საწყენია, რომ წმინდანად შერაცხული რომელიმე მართალი ერისკაცის ფოტოს საკუთარი პიარისთვის , განდიდებისთვის სიცრუის შესანიღბად იყენებ, ამაზე დიდი მკრეხელობა არ არსებობს.
ამას , ისევ კომუნისტების ლენინის პორტრეტები სჯობდა!
დრო ყველას და ყველაფერს აცამტვეტებს და ფარდას ხსნის,არა არს დაფარული.
მინდა, რომ საქართველოში არავის სიკვდილის შემდეგ დანანებით არ გვეთქვას – ეჰ, მართალი იყო ეს კაცი, დავაფასოთ ცხოვრებაში, მადლობა შევწიროთ მას სიმართლის თქმისთვის, მართალი საქმეების ქმნისთვის, მართალ გზაზე სიარულისთვის, გამბედაობისთვის, ცილისწამების ატანისთვის, და მაინც სიმართლის მსახურებისთვის!
ყველამ ჩვენ გულებში და ჩავიხედით და ისე წარმოვიდგინოთ ასეთი თუნდაც, ეკლესიის მიერ არაწმინდანად შერაცხული ადამიანის სახება.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.