7 ოქტომბერი 2024

ექსკლუზივი: როგორ მზადდებოდა ზურაბიშვილის პროვოკაცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ!

“თბილისი 24 “- თვის ცნობილი გახდა, თუ რა მზაკვრული გეგმა მზადდებოდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

წყაროს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისათვის დიპლომატიური არხებიდან ცნობილი გახდა მისი იმპიჩმენტის მზადების შესახებ.

ამ მიზნით, მან ამერიკის ელჩთან შეთანხმებით განიზრახა მეცენატ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია და მისი პროვოცირება ღია პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად.

ზურაბიშვილი ამაოდ ცდილობდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ორგანიზებას, დასავლეთის ლიდერებთან საილუსტრაციოდ , რომ სწორედ ივანიშვილი მართავდა და მართავს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს და მისი გადაწყვეტილება იყო ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება.

ზურაბიშვილის თხოვნა ივანიშვილისადმი იყო ერთადერთი, რომ პროცესები არ მისულიყო პრეზენტის იმპიჩმენტამდე.
პრეზიდენტი თანახმა ნებაყოფლობით წასულიყო თანამდებობოდან და საქართველოს წარმომადგენლობას ჩადგომოდა სათავეში თუნდაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

თუმც, ფრანგული დიპლომატიური სკოლის აღზრდილმა ზურაბიშვილმა ვერ გათვალა რეალური ცხოვრების სკოლის აღზრდილი, მეცენატ ბიძინა ივანიშვილის სიბრძნე და გამჭრიახობა.

ბიძინა ივანიშვილმა , მიუხედავად ევროპის ექვსი ქვეყნის ელჩის თხოვნის არ მიიღო შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და არ მიანიჭა მას პროვოკაციის მოწყობის ბედნიერება.

სალომე ზურაბიშვილის ეპოქა საქართველოში დასრულდა და საეჭვოა ამან ქართველი ხალხის მონაწილეობის გარეშე ჩაიაროს, ბიბლიური სიბრძნეა ვინც შექმნა, იმან უნდა გაანადგუროს!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია