საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" რა სარგებლობა მოაქვს ზელენსკის? – თბილისი 24
20 მაისი 2024

რა სარგებლობა მოაქვს ზელენსკის?

რა სარგებელი მოუტანა “კავეენშიკმა” მასხარამ , უკრაინის პრეზიდენტად დასმულმა ვლდამერ ზეკენსკიმ რუსეთის ფედერაციას და უშუალოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს? წელიწადნახევრიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგების მიხედვით უკრაინის ნეოფაშისტმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ:

1. ამერიკული დაზვერვის ცნობით აშშ-ს ინტერესების სასარგებლოდ და “პუტინის ნამდვილი სახის საჩვენებლად” ამ დროის მონაცემებით, ზვარაკად შეწირა ერის გენოფონდი – 400.000- ზე მეტი უკრაინის მოქალაქე, ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა,

2. 80% -ით გაანადგურა უკრაინის ინფრასტრუქტურა, ათეული წლების ნაშენები ჰიდროელექტროსადგურები, გზები, ხიდები, უნიკალური ქარხნები, წყალსაცავები, ქალაქები,

3. რუსეთი გახადა მსოფლიოში N 1 ხორბლის ექსპორტიორი ქვეყანა,

4. საბრძოლო გამოცდილების შეძენით გააძლიერა და ფაქტობრივად მსოფლიოში N 1 ბრძოლისუნარიან არმიას აქცია რუსეთის შეიარაღებული ძალები,

5. უკრაინის ტერიტორია აქცია თანამედროვე რუსული იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად, უკრაინელი ჯარისკაცები- საზარბაზნე ხორცად,

6. ქვეყნიდან გააქცია და ბიუჯეტის მხვრელებად ევროპას შეუსია უკრაინის 4,07 მილიონი მოქალაქე,

7. ამ დროის მონაცემებით რუსეთის ფედერაციას საბოლოოდ გაუფორმა ქვეყნის 20%,

8. უკრაინული არმიის დასახმარებლად ფაქტობრივად დაცარიელებულ იქნა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამხედრო სტრატეგიული მარაგები, რის შევსებასაც ათწლეულები სჭირდება,

9. ყოველთვიურად უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენის წყალობით რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი ივსება 1 მილიარდი აშშ დოლარით,

10. რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახადა შეექმნა, აემუშავებინა წარმოების ალტერნატიული ისეთი დარგები, რომლებიც მათ აქამდე საერთოდ არ გააჩნდათ,

11. რუსეთს მისცა საშუალება ეტაპობრივად თავი დაეღწია პრეზიდენტ ელცინის მიერ ევროპასთან ხელმოწერილი კაბალური ხელშეკრულებებიდან,

12. რუსეთის ფედერაციის მრეწველობა გადაეყვანა მთლიანად სამხედრო რელსებზე,

13. ფაქტობრივად, გაეუქმებინა საერთაშორისო სამართლის ნორმები,

14. იძულებული გაეხადა რუსეთი დაეჩქარებინა საკუთარი პოლიტიკური ორბიტის და ორ პოლუსიანი მსოფლიოს შესაქმნელად,

15. დაეჩქარებინა ევროკავშირის გარდაუვალი რღვევის პროცესი, მოკლედ, ბოლო სერიაში ზელენსკი რომ პუტინის აგენტი აღმოჩნდება, ეგ არის!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.