7 ოქტომბერი 2024

გინდ ნიფხავჩამოცმულებს გირბენიათ გოლოვინის პროსპექტზე, იდარდოს ბაია პატარაიამ!

ღრმა პროფესორ , საქართველოს მესამე და განუმეორებელი პრეზიდენტის აკვნის მრწეველი დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი, უბრალოდ მშვენიერი ნინიკო ლომჯარია სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ფრანგ პენსიონერს სალომე ზოურაბიშვილს. ანეგდოტია პირდაპირ!

ლამაზისეული ერთ გასაოცარ ფაქტს აღნიშნავს. რომ , თურმე ” “ევროპაში ჩასასვლელად ნებართვა საჭირო არ არის” !

სწორედ, რომ წამოცდა ამ ეშმაკის მაშხალას, რომ დემოკრატიის დღევანდელი ხარისხი ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, თამამად ჩავიდეს ევროპის, აზიის , ტიბეტის თუნდ კლიმანჯაროს მთაზე და რაც უნდა ის მოითხოვს , როგორც უნდა ისე აპროტესტოს რასაც საჭიროდ ჩათვლის!

ფეისბუქ პოსტ- გამოხტომის მეორე ნაწილი საკმაოდ საშიში და ნეგატიური პროცესების მაპროვოცირებელია.

” სხვა რამეებსაც გავაკეთებთ მალე” ! – წერს როგორც მთავარი კანალიზაციის არხი იტყოდა ” გავლენიანი და რეიტინგული” პოლიტიკური ფიგურა.
რას ქვია, სხვა რამეებს?
იმას რაც მე ვიფიქრე?
ეგ ,რამ გაფიქრებინა პატიოსან ქალს, როგორ იკადრე, შე უნამუსო ქალო!
სასწრაფოდ, მოვითხოვ განმარტოს ქალბატონმა ლამაზისეულმა აღნიშნული ფეისბუკ პოსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაადასტურეს და გაამყარებს ჩემს ფიქრებს!
ვაი, თქვენ სამივეს პატრონს, რაღა თქვენი სიტყვა და რაღა ძაღლის ცუილი, თქვენი ნაბჟუტურები არ გაიშვას მართლა, გინდათ სულ ნიფხავწამოცმულებს გირბენიათ გოლოვინის პროსპექტზე, იკითხოს ბაია პატარაიამ!

ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია.