საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" რატომ სჯის უკრაინა საქართველოს? – თბილისი 24
20 მაისი 2024

რატომ სჯის უკრაინა საქართველოს?

რა ჯიბრი აქვს ასეთი უკრაინის ხელისუფლებას და რამ აქცია მათთვის საქართველო, რუსეთის შემდეგ N 1 საძულველ სახელმწიფოდ?

ზელენსკის ამერიკელმა პატრონებმა საკუთარი გათვლების თანახმად, მარტივად წარმოიდგინეს საქართველოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა.

სწორედ, ამ მიზნით მათ ომამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში სპეციალური მისიით მოავლინეს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის მისია მარტივი იყო: არჩევნების გაყალბების მოტივით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება და საჭირო მომენტში მხარი დაეჭირა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.
გათვლა აქაც ამერიკულ ინტერესებში მდგომარეობდა- რუსეთი ამ შემთხვევაში იძულებული შეიქმნებოდა ებრძოლა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მეტად აგრესიულად განწყობდა მათ წინააღმდეგ მსოფლიო თანამეგობრობას.

საქართველოს ნაწილში გეგმა ჩავარდა.
სააკაშვილი საკუთარმა ტინგიცმა, სულსწრაფობამ და ფოტოსესიამ გასცა.

ამერიკის მეფისნაცვალმა, ქალის არამსგავსმა კელი დეგნანმა შანტაჟით ვერ აიძულა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად, ვერც 2022 წლის იანვარში, ომამდე ერთი თვით ადრე საქართველოში საიდუმლო ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შეძლო საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება მხარდასაჭერად,
ვერც მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გასჭრა მუქარამ ქონების დაყადაღების შესახებ..
შემდეგ დაიწყო უკრაინული ზეწოლის პრაქტიკული ნაწილი: საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოძევება, მუქარები და ბოლოს ქართველი ეროვნების მოქალაქეების პირდაპირ ქუჩაში დახვრეტა.
დიახ , ეს შემთხვევით ამ მომხდარა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების დაშინების , ქართველი ერისვაბუჩად აგდების ამერიკული მეთოდოლოგია უკრაინელი ფაშისტების შესრულებით.
სხვათაშორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის ათი წელი ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება უკრაინის ტერიტორიაზე გაბნეულ ბანდერელებს , გერმანული პოლიცაის თანამშრომლებს შორის რიცხობრივად ყველაზე დიდი ნაწილი უკრაინელები შეადგენდნენ. უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების ბანდერის მხარდამჭერი წინაპრები აქტიურად მონაწილეობდნენ ასევე ებრაელი ხალხის გენოციდში.
ასე ,რომ შეეგუეთ, ” თავისუფლებისმოყვარე” უკრაინის “გმირი” ხელისუფლების საქართველოს წინააღმდეგ ზიზღი გაგრძელება უკრაინაში ფაშიზმის დასრულებამდე.
ეს არის საქართველოს დასჯა საომარ მოქმედებებში არ ჩართვისთვის.

p.s. მეტს რას უნდა ელოდეთ ხატია დეკანოიძის შექმნილი პოლიციისგან!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.