7 ოქტომბერი 2024

ხაინდრავა: პათოლოგიური სიცრუეა,რომ უკრაინა ომს იგებს!

რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში , კითხვაზე , თუ რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ ნათლავენ, მაშინ მისგან გაზს, ნავთობს თუ ხორბალს რატომღა ყიდულობენ? ტერორისტთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაბმა შეიძლება?”  პასუხობს:

– ”  სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მსოფლიოში პოლიტიკური კულტურის საშინელი დეგრადაცია ხდება.
როცა თავიანთი კეთილდღეობისათვის სჭირდებათ, რუსეთისგან საწვავს, ხორბალს, რკინას, ალუმინს, თუთიას ყიდულობენ, ჩვენ კი იმის გამო გვერჩიან, რომ მხოლოდ საპირფარეშოში სახმარად გამოსადეგ ფურცელს არ მოვაწერეთ ხელი.

ევროპის ლიდერებმა რუსეთთან ჟღურტული გააბეს იმის გამო, რომ უკრაინის პორტებიდან ხორბალი გაეტანათ. აქაოდა-აფრიკის ქვეყნებს შიმშილი ემუქრებათო. მაგრამ, გაირკვა, რომ იმ ხორბლის 90% აფრიკაში კი არა, ევროპის მაძღარ ქვეყნებში წავიდა.

ერთი სიტყვით, ტოტალური სიყალბის ქვეყანაში ვცხოვრობთ. პათოლოგიური სიცრუეა ,როცა მსოფლიოს ვითომ თავისუფალი მედია აცხადებს, რომ უკრაინა ომს იგებს!
როგორ შეიძლება,იმარჯვებდეს ქვეყანა,რომლის ერთი მესამედიც მიწასთან არის გასწორებული, რომლის ეკონომიკა და ენეგროსისტემა განადგურებულია, 27 მილიონი მოქალაქე კი იძულებით არის გადაადგილებული? დღეს მსოფლიოში გამეფებული პოლიტიკური პროსტიტუციის ყველაზე დიდი მსხვერპლი უკრაინელი ხალხია“, – განაცხადა კინორეჟისორმა ინტერვიუში.