ვიქტორ ყიფიანი: სჯობს ილუზორულ-ეფემერულ წარმოდგენებს შევეშვათ
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ქვეყნის თანამედროვე უსაფრთხოების დილემის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ – “დღეის მდგომარეობით საქართველოს მიერ უსაფრთხოების პოლიტიკურ ხაზში სჯობს ილუზორულ-ეფემერულ წარმოდგენებს შევეშვათ, ჩასაჭიდს მყარად ჩავეჭიდოთ.
- – ” ახალი რეალობა ახლებურ მიდგომას საჭიროებს. ესეც კარგად ცნობილი და არახალია. წარმოდგენილი სტატიის ორივე ნაწილის დასკვნის სახით „შეკვრა“ უსაფრთხოების პრობლემატიკაზე ქართულ ხელწერაში მეთოდების გადახალისებას და თანამედროვე გამოწვევებზე შესატყვის მორგებას მოითხოვს.
ასეთ დროს აუცილებელია საღად შევაფასოთ საკუთარი შესაძლებლობების ბუნებრივი შეზღუდვები. ასევე, საჭიროა დავინახოთ ამ შესაძლებლობების ზრდის გზები – როგორც საკუთარი რესურსის უკეთ ამოქმედების, ისე სიტუაციური ან/და გრძელვადიანი პარტნიორების რესურსებთან ადეკვატური თანწყობით. ამგვარი კომბინირებული მიდგომა უსაფრთხოების დილემის სამართავად დაგვეხმარება, მინიმუმ, ქართული ბოლოდან.
- ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით საქართველოს მიერ უსაფრთხოების პოლიტიკურ ხაზში სჯობს ილუზორულ-ეფემერულ წარმოდგენებს შევეშვათ, ჩასაჭიდს მყარად ჩავეჭიდოთ და „რეალისტური შესაძლებლობების“ სისტემურ პოლიტიკას მივყვეთ ახლაც და განჭვრეტად მომავალშიც”.
წყარო: იმედი ნიუსი