ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ თავისუფლების და თანასწორობის ილუზია იყო?
ის პერიოდი გამახსენდა, “ამერიკის ხმა”-ს “ადიალის” ქვეშ რომ ვუსმენდით. ახლაც მახსოვს ის ზუზუნი, რომლითაც ახშობდნენ!
ჩვენ მაინც ვუსმენდით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოღწეულ, თავისუფლებისა და თანასწორობის ხმას!
რამდენი ათწლეული გავიდა…რამდენი რამ ამოტრიალდა!ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ თავისუფლების და თანასწორობის ილუზია იყო? ალბათ…
დღეს ჩემთვის, გამოუსწორებელი ოპტიმისტისთვის, “ამერიკის ხმა” ტაკერ კარლსონია…
-ესეც ილუზიაა?
-იყოს;
-ნეოლიბერალიზმის ურჩხულს ისევ ეს ილუზია მირჩევნია!
-პოსტადამიანის ხანას ისევ ადამიანად დარჩენის იმედი მირჩევნია!
რა საინტერესო დროში მოგვავლინე, უფალო, დედამიწაზე!
გმადლობთ, უფალო! დიდება შენდა!
მაია ნიკოლეიშვილი
წყარო: პირადი Facebook გვერდი