რა დააშავა ბედკრულმა საქართველომ გაავებული მეფისნაცვლების ხელში?
საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს, წმინდა ოლაფის კოლეჯის კურსდამთავრებულს იან კელის მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვება ევროინტეგრაციის სიმულაციაა.
– “მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ პიროვნება, რომელიც ევროკავშირს სურდა კანონში ყოფილიყო, ევროინტეგრაციის ეს სიმულაცია ვერავის გააცურებს, ” – წერს პენსიონერი ელჩი.
ცნობისათვის, საგარეო სამსახურში მოსვლამდე იან კელი რუსულ ენას ასწავლიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში და მოიპოვებული აქვს დოქტორის ხარისხი სლავისტიკასა და ლიტერატურაში და სავარაუდოდ ეცოდინება რუსული “კარაბლის” ისტორია.