14 ოქტომბერი 2024

მედვედევი: NATO-ში  შესასვლელად უკრაინას კიევის დატოვება მოუწევს!

კიევის რეჟიმს,  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შესაერთებლად,  თავად კიევის დატოვება მოუწევს,  განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ნატოს გენერალური მდივნის შტაბის უფროსის სტიან იენსენის სიტყვებზე კომენტირებისას უკრაინის შესაძლო უარის თქმის შესახებ.

  • იენსენის მიერ გამოთქმული აზრი, რომ კიევის რეჟიმს ნატოში შესვლისთვის სადავო ტერიტორიების დათმობა მოუწევს, კურიოზულია, განაცხადა მედვედევმა ტელეგრამის არხზე.

თუმცა, ყველა ტერიტორია, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის ხელმძღვანელობას ეკუთვნის, “ძლიერ საკამათოა” და სამხედრო ბლოკში შესასვლელად კიევის ხელისუფლებას დასჭირდება “უარი თქვას თვით კიევზეც კი”, – თქვა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მან  ივარაუდა, რომ ამ შემთხვევაში  მათ დედაქალაქის  ლვოვში გადატანა მოუწევთ.

შეგახსენებთ,  იენსენმა განაცხადა,  რომ უკრაინას შეუძლია შეუერთდეს ნატოს რუსეთის სასარგებლოდ  ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში.