6 დეკემბერი 2024

საქართველოში ბიძინა ივანიშვილი უდრის მშვიდობას!

  • სტალინი თავად არ გაღმერთებულა, იმ ადამიანებმა გააკერპეს, ვინც საკუთარი ტყავის გადასარჩენად მეზობელი, მეგობარი დედა, მამა ჩაუშვა და 4 მილიონი “დანოსი” დაწერა,
  • ჰიტლერიც თავად დასვეს ტახტზე გერმანელებმა დემოკრატიული არჩევნებით და ტაშს უკრავდნენ ებრაელი ერის გენოციდის გამო,
  • სააკაშვილიც ჩვენ ავირჩიეთ “იუდა” შევარდნაძის გაჩერებული საქართველოს გამო…

თავგადაკლულ მორწმუნეებს , ვითომ გვავიწყდება, რომ ადამიანის გაღმერთება ათი მცნების დარღვევაა და არ აქვს მნიშვნელობა რიგითობას რომლის- პირველის თუ მეორის, ყველა ერთი და თანაბარ მნიშვნელოვანია.
გინდ კაცი მოგიკლავს, გინდ ცილი დაგიწამებია და გინდ სხვა ღმერთი გყოლია უფლის გარდა!

რა ვქნათ, გვიყვარს ქართველებს ბელადები, ვერა და ვერ ველევით,
იმან ” საქართველო გადაარჩინა”, ააყვავა , ამან “დაანგრია ,დაღუპა” ჩავიციკლებით ხოლმე ერთი პერსონის მიმართ და მხოლოდ ერთ კაცს ვაწმენდთ ხელს!
დანარჩენები ვინც კი რეჟიმს, სატანას მსახურობდნენ ანგელოზებად გამოგვყავს ხოლმე,არ განსვენებულ კუბლაშვილის არ იყოს!

და აი, მთავარი: რატომ არ მოსწონთ ივანიშვილი?

პირველი, რაც მან 2011 წელს პოლიტიკაში შემოსვლისას განაცხადა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო.

” მე მოვდივარ მესიების მისიების დასასრულებლად “-სიტყვასიტყვით ასე თქვა მან.

ჰოდა ,მოეწონებოდათ სააკაშვილის მონობას მიჩვეულ მრევლს?
რათქმაუნდა- არა!
ვიღას ეთაყვანონ, ვიღას უმღერონ დითირამბები,
რეიტინგ, სახეჩამოხეულ,ჩასვრილ, კურკლისროლია მხედართმთავარს?

ეძებეს -ხან სად , ხან ვისში, ხან რაში…
ხან ფაჩარა ულვაშებიან კაცში,
ხან მელოტ და უტვინო თავში და ფუჭად “ეძებეს ისტორიის მართალი მხარე”, დღეს ქურქუმელა ჩურჩუტა კაცმაცუნაში,
მაგრამ ყველა გზას მაინც “ვივამედამდე” მიყავთ, ძველ ნაჩვევ პატრონთან!

პარადოქსია, მონები სხვას ეძახიან “მონას” , მოღალატეს და ამით გულს იფხანენ!

ადამიანმა, მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა , რომელმაც საქართველოში უსისხლო რევოლუცია მოახდინა, ქვეყანა იხსნა ფაშიზმისგან, ტირანიისგან, დიქტატურისგან,
ქვეყანას მოუტანა ხანგრძლივი მშვიდობა, ისეთი, რომელიც ” დამოუკიდებელი საქართველოს” ისტორიაში არ არსებულა, დღეს ყოველდღიური რეჟიმში ლანძღავენ, ცილსწამებენ, რომ ს მართლა სისხლსმოწყურებული გიენები..

ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაძრავდა ამ ლეშიჭამია ტირანს?

-ჩვენ მოვიყვანეთო!
ვინ მოიყვანეთ, გამოდით ერთი?
რის ტრაკი გქონდათ ვინმეს მის გარეშე საშინელ ბოროტებასღან ბრძოლის?
-ვიბრძოდითო!
რა ქენით მერე?

  • არ გვიფასებს-ო!
    და რა ექნა, წინამორბედივით დაეხურა ტელევიზიები, გაზეთები?
    “ჩაეპარსა” ხაზარაძეები, ჭყონიები, მართალია ქართველი ხალხის ხარჯზე გამდიდრებული მანქურთები, ” აეხია” და ციხეებში გადაეფირმებინა ბიზნესები?
  • განა, არ იცით რომ საქართველოსმაგვარი დემოკრატიის მსგავსი ხარისხი დღეს ევროპის მრავალ ქვეყანაში არ არსებობს?

-სად, რომელ ქვეყანაში იწერება, იბეჭდება ამდენი სისულელე, ფეიკნიუსი, ცილისწამება, უსაფუძვლო ბრალდება და არავინ თხოვს ვინმეს პასუხს?

გაბედეთ და დაწერეთ ერთი რამე გერმანულ პრესაში ანტისახელმწიფოებრივი და განახებენ სეირს ” დემოკრატიულად”!

არ ვამბობ, რომ მისასალმებელია, რათქმაუნდა საჭიროა ელემენტარულად მედიის თავგასულობის, მარაზმისგან აღსაკვეთად ევროპული სტანდარტების დანერგვა, მაგრამ ფაქტი ხომ სახეზეა,
ხომ არაფერი იკრძალება ამ დალოცვილ ქვეყანაში?

მაინცდამაინც, ომი და სისხლისღვრა გინდათ?
მაინცდამაინც სააკაშვილი გინდათ პრეზიდენტად? ხომ ყრიხართ უკეთეს, უფრო მაღალ და მაღალ თანამდებობაზე ნაცები, რით ვერ დაძლიეთ ეს სტოკჰოლმის სინდრომი, თქვე ქაქიჭამიებო?!

არ გამოვა ბატონებო არა, სანამ საქართველოში იქნება ბიძინა ივანიშვილი, იქნება მშვიდობა და განვითარების პერსპექტივა!
წერტილი!

ჟურნალისტი გიჩა ნაჭყებია.