საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" სანამ იმ მეგალომანიაკებს არ ჩავრეცხავთ, ბიძინა იჯეჯილებს! – თბილისი 24
9 მაისი 2024

სანამ იმ მეგალომანიაკებს არ ჩავრეცხავთ, ბიძინა იჯეჯილებს!

(ჟ)ოპოზიციაში ერთადერთი “საღად მოაზროვნედ ” დარჩენილი არსება, ბოკერიას ცოლი, უბრალოდ, ფართო საზოგადოებისთვის “გიჟთამარად” ცნობილი ყველაფრის ექსპერტი თამარა ჩერგოლეიშვილი, სექტა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ქურქუმელ ხაბეიშვილს “ოპოზიციაში ხელოვნურად დაწინაურებულ არარაობას” უწოდებს და პირდაპირ სააკაშვილს, კეზერაშვილს და მათ ამფსონებს აბრალებს იმას, თუ რაც ხდება ოპოზიციის “გაფარჩაკების” მიმართულებით.

გიჟთამარა საკუთარი ფეისბუკ პოსტის კომენტარში ასკვნის, რომ “სანამ იმ მეგალომანიაკებს ( გულისხმობს ლევან ხაბეიშვილს) არ ჩავრეცხავთ, ბიძინა იჯეჯილებს”.

  • ” 2017 წლის თებერვლიდან (იმ დროის სტატიაა) ნათელი იყო, რას იზამდა ივანიშვილი იქამდე, სანამ მისი ალტერნატივა გაძლიერდება.
  • ბოდიში რომ ვერ გყვებით იმის გლოვაში, რაც დიდი ხნის წინ იყო გასაგები ჩვენთვის, რომ მოხდებოდა.
  • ერთადერთი რაც დღეს ივანიშვილს კარტბლანშს აძლევს, არის ოპოზიციის სისუსტე რაც პირველ რიგში თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის და ხელოვნურად დაწინაურებული არარაობების ბრალია. ანუ სააკაშვილს და კეზერაშვილს და მათ ამფსონებს დააბრალეთ რაც ხდება ოპოზიციის გაფარჩაკების მიმართულებით.
  • ივანიშვილთან ყველაფერი გასაგებია. “იმ ბრძენ კაცს ახლა აქვს სრული კარტბლანში, ქვეყანას და ინსტიტუტებს მოეპყრას ისე, როგორს გიგანტურ ხეებს, მოგლიჯოს და თავის ბაღჩაში გადარგას. ამ მომენტში ხელს ვერავინ შეუშლის – ვერც დაქსაქსული ოპოზიცია და ვერც ნიჰილისტურად განწყობილი მოქალაქეები. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ შესაძლებლობათა ფანჯრით სარგებლობს”.

————————

Zviad Kvaratskhelia
ხშირად მესმის – სუსტი ოპოზიცია, დაქსაქსული ოპოზიცია. ვფიქრობ უპირობო ავტორიტეტის და ლიდერის პრობლემა აქვს ოპოზიციის ნაწილს. ოპოზიციაში ბევრს საერთოდ პოლიტიკოსი არ უნდა უწოდო.

Tamara Chergoleishvili
Zviad Kvaratskhelia არა.
შინაარსის პრობლემაა.
დაქსაქსულია მიზანში.
ნაცმოძრაობას და კეზერაშვილის ჯუჯალარებს უბრალოდ ბიძინასთვის ადგილის გაცვლა უნდათ.
ჩვენ – მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარება და ევროპული რესპუბლიკის დაფუძნება.
ამიტომ სანამ იმ მეგალომანიაკებს არ ჩავრეცხავთ, ბიძინა იჯეჯილებს.