ნაც.სექტამ დაშალა და გაანადგურა გეოლოგიის საუკუნოვანი ინსტიტუტი!
კრიმინალური სექტის ” ნაციონალური მოძრაობის ” წევრები შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. არადა, სწორედ ნეოფაშტური მმართველობის დროსაა საქართველოში განადგურებული ისეთი დარგები, რომლებიც უნდა ყოფილიყო მსგავსი ტარგიკული პროცესების პრევენციის წყარო.
- 2010 წელს დაშალეს საქართველოში გეოლოგიის საუკუნოვანი ინსტიტუტი… მანამდე კი,
- 2005 წელს გააუქმეს გეოლოგიის დეპარტამენტი… მაშინ დასამარდა გვირაბმშენებლობის და გზისმშენებლობის საპროექტო ინსტიტუტი, გეოლოგიური და ტოპოგრაფიული სამსახურები…
- ე.წ. ჰიდროპროექტი,მსოფლიოში ცნობილი საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტი…
- მაშინ გაქრა საქართველოს დაწვრილებითი გეოლოგიური რუკები,
- მაშინ გაქრა არქივებიც…
- აუქციონზე გაიყიდა ამ ინსტიტუტების და სამსახურების ყველა შენობა…
- 🌐 საქართველო დატოვა ძალიან მაღალკვალიფიციური გეოლოგების დიდმა ნაწილმა. ვინც დარჩა, იმათ გაუუქმდათ ორგანიზებული სამეცნიერო მუშაობის ინსტიტუციური საყრდენი.
- ასე მოიშალა საუკუნოვანი ქართული გეოლოგიის სკოლა. დღეს ფაქტობრივად აღარც ვზრდით გეოლოგთა ახალ თაობებს. მათი პროფესიონალად აღმზრდელი აღარავინ დარჩა, ყველა გაიქცა ან “ჩაირეცხა”…
- ქართველი გვირაბმშენებლები და გეოლოგები გამორჩეული პროფესიონალები იყვნენ.
- ქართველი წყალმაძიებელი გეოლოგები ხელშეკრულებებით, წარმატებით ეძებდნენ წყალს აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულზე, რამდენიმეს პირადად ვიცნობდი, რადგან ჩემი მეზობლები იყვნენ ჰიდრომელეორატორების კორპუსში დღევანდელი ფანასკერტელუს ქუჩაზე…
- 😡🤬 ამ ყველაფრის პირწმინდად დანგრევას რამდენიმე წელი დასჭირდა, და აშენებას კიდევ ერთი საუკუნე დასჭირდება, თუ იქამდე გადავრჩით და რამე შევძელით… მეეჭვება 😞