გაერო: შეძრწუნებული ვართ ჩვენი სასტუმროს დაბომბვით!
კაცობრიობის სახელით მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე, როგორ შეიძლება თავს დაესხა სასტუმროს, რომელსაც ხშირად იყენებენ გაერო-ს თანამშრომლები და ჩვენი კოლეგები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან– ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული კოორდინატორის დენის ბრაუნის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსების მიერ ზაპოროჟიეში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად სასტუმრო Reikartz-ის დაზიანებას ეხმაურება.
- “შეძრწუნებული ვარ ახალი ამბებით, რომ სასტუმრო, რომელსაც ხშირად იყენებენ გაერო-ს თანამშრომლები და ჩვენი კოლეგები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებიან, დაზიანდა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეში განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ეს ყოვლად დაუშვებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, 10 აგვისტოს საღამოს უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპა მინიმუმ 1 და დაშავდა 16 ადამიანი.