რუსეთ-ჩინეთის კავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარების გარანტიაა
პოლიტოლოგი მალხაზ ხაბაზი საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს მიესალმება და ვიზიტის განსჯის საგნად ქცევას ეწინააღმდეგება. პოლიტოლოგი ასევე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფოს რუსეთ-ჩინეთის კავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარების გარანტიაა.
- “პრემიერ მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის (გაფორმება), საქართველოს გადარჩენის რეალური გზაა. ჩინეთს, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკაში მოწინავე ადგილი უჭირავს, ბევრად მეტი სარგებელის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, ვიდრე ევროკავშირსა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობას.
ოპოზიციამ უკვე გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ამ ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც მათ აღნიშნეს -არ შეიძლება იყო ერთდროულად აშშ და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, როცა ამ ორ ქვეყანაში უკიდურესად უარყოფითი ურთიერთობაა.
ჩინეთი, როგორც ეკონომიურად მსოფლიოში მოწინავე სახელმწიფო, საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს, რაც მეტად დროულია ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ პრემიერის გადაწყვეტილება მხოლოდ მისასალმებელია და არანაირ განსჯის საგნად არ უნდა იქცეს.
ოპოზიციას კი მხოლოდ ის აღელვებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაძლიერდება და ისინი ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. სავარაუდოდ უნდა ველოდოთ უკიდურესად უარყოფით რეაქციას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე.
მაგრამ იმედია საქართველო ამ დაპირისპირებასაც გადაიტანს და ქვეყანა დაადგება განვითარების სწორ გზას, ვინაიდან მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფოს რუსეთ-ჩინეთის კავშირი გარანტიაა საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარების, დასრულდეს უნდა 30 წლიანი ილუზიებით ცხოვრება, “- წერს ხაბაზი სოციალურ ქსელში.