მზეთამზე ხუხაშვილი: ბათუმის აქციები მეტ ევროპელ ტურისტებს მოიზიდავს
“დიდი მედიაექსპერტი” ნოდარ ( გია ) ხუხაშვილი ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნაცხლისტების მიერ ბათუმში განვითარებული “საპროტესტო” მოვლენები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ხოლო, რაც უფრო მეტ რუს ტურისტს ცემენ, სოლიდარობის ნიშნად მით მეტი ევროპელი და ამერიკელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში დასასვენებლად.
- “ტყუილია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ბათუმში გუშინდელი პროტესტი ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას.
- სინამდვილეში პირიქითაა და აი რატომ: როდესაც ევროპელი პოტენციური ტურისტი ხედავს ამ დამოკიდებულებას, მას უჩნდება საქართველოში მოგზაურობის დამატებითი სტიმული და გარკვეული სოლიდარობის გრძნობა. ისინი კი მეტსაც ხარჯავენ და არც უტიფრად იქცევიან.
- ანუ, დღევანდელ არაორდინალურ ვითარებაში საქმე გვაქვს უფასო საინფორმაციო რეკლამასთან, რაშიც ქვეყნები უზარმაზარ თანხას ხარჯავენ., ” – აცხადებს მზეთამზე ყველაფრისექსპერტი ხუხაშვილი.