ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე!
„ასე არავინ არ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა. ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგენლები, რომ არც ერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე და როდესაც ამბობ ისეთ ფრაზებს, რაც უკავშირდება ქვეყნის მიერ მილიარდი დოლარის დაკარგვას, აქ არ ვიცი რა შეფასება უნდა გავაკეთო“, ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის მეფისნაცვლის კელი დეგნანის განცხადებას ბათუმის პორტში გამართულ ძალადობრივ აქციასთან დაკავშირებით.
- ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მითუმეტეს, როცა აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას და არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს. ეს ხომ გაუგებარია?! იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, უბრალოდ არასწორია.
- შეგახსენებთ, რომ არავის მოუთხოვია ძალადობის ორგანიზატორების დასჯა. ძალადობა ხომ იყო კვერცხების სროლა და ა.შ. 7-8 მარტი იყო ძალადობა,
- გუშინდელი აქციაც ძალადობა იყო.
- ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს, 7-8 მარტს იყო უხეში ძალადობა, გუშინ შედარებით რბილი, მაგრამ ძალადობა ძალადობაა.
- ლისზე 3000 კაცი იყო შეკრებილი, შეიძლება მეტიც და არ იყვნენ არც ერთი პარტიის აქტივის წარმომადგენლები და ხალხის პროტესტი არ დაურქმევია არავის ამისთვის, მაგრამ როცა 150 კოლექტიური „ნაციონალი“ იკრიბება სადღაც და ამას არქმევ “ქართველი ხალხის პროტესტს” – აქ ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის მეფისნაცვალმა კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ქართველმა ხალხმა ცხადყო, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი“.