საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" კიევი ფაშისტურმა რეჟიმმა ყირიმის ხიდის საყრდენი ააფეთქა – თბილისი 24
20 მაისი 2024

კიევი ფაშისტურმა რეჟიმმა ყირიმის ხიდის საყრდენი ააფეთქა

ყირიმის ხიდზე საგანგებო სიტუაციის გამომწვევი მიზეზი უკრაინის ხელისუფლების ტერორისტული თავდასხმა გახდა, – ამის შესახებ ყირიმის პარლამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ კონსტანტინოვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქერჩის სრუტეზე ხიდზე. მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

შემთხვევის შედეგად ბელგოროდის რაიონის მცხოვრები ცოლ-ქმარი დაიღუპა. მათი მცირეწლოვანი ქალიშვილი დაშავდა, ის ტემრიუკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

აქსიონოვმა მოუწოდა თავი შეიკავონ ყირიმის ხიდზე გადაადგილებისგან, აირჩიონ ალტერნატიული მარშრუტი ახალი რეგიონების გავლით.

  • “ამაღამ კიევის ტერორისტულმა რეჟიმმა ჩაიდინა ახალი დანაშაული – თავს დაესხა ყირიმის ხიდს. კიევმა არ იცის, რომ გადასასვლელის საავტომობილო ნაწილი არის ექსკლუზიურად სამოქალაქო ობიექტი”, – ნათქვამია გამოცემაში.

კონსტანტინოვმა განმარტა, რომ სარკინიგზო ლიანდაგი არ დაზიანებულა, ყირიმი რუსეთს უკავშირდება ჩრდილოეთით დერეფნით, ასევე არის საბორნე მომსახურების შესაძლებლობა, ამიტომ რეგიონი  არ არის იზოლირებული.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა კომენტარი გააკეთა ყირიმის ხიდზე მომხდარ ინციდენტზე და გაიმეორა დეპარტამენტის უფროსის, კირილ ბუდანოვის სიტყვები, რომ „ეს სტრუქტურა ზედმეტია“.