8 ოქტომბერი 2024

არა და არასდროს: თურქეთს ევროკავშირში არ მიიღებენ!

ევროკავშირი არ მალავს, რომ არ აპირებს რაიმე ნაბიჯის გადადგმას თურქეთის გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის, ახლა ყველაფერი ანკარას შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული, წერს გაზეთი Hürriyet ორშაბათს.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანება შესაძლებელი იქნება თურქეთის ევროკავშირში მიღების შემდეგ.

ნატოს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ერდოღანი დათანხმდა „რაც შეიძლება მალე“ გაეგზავნა დოკუმენტები შვედეთის ნატოში წევრობის შესახებ განაცხადის რატიფიცირებისთვის თურქეთის პარლამენტში.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ თურქეთის ევროპაში დანახვა და ანკარამ არ უნდა ატაროს ვარდისფერი სათვალე ამ საკითხზე.