საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პოლონეთის პრეზიდენტი: რუსეთი გავს გარეულ მხეცს, რომელიც უნდა დახვრიტო! – თბილისი 24
20 მაისი 2024

პოლონეთის პრეზიდენტი: რუსეთი გავს გარეულ მხეცს, რომელიც უნდა დახვრიტო!

ფაშისტური იდეები ევროპაში უფრო და უფრო მძლავრდება და ფეხს იკიდებს. პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას სიკვდილის ბუზი დააჯდა. მან უკრაინულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში, რუსეთი შეადარა „გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს ჭამს და რომელიც უნდა დახვრიტო”.

  • არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს იქნება მისი იმპერიალიზმის ხელშეწყობა. რუსეთი ჰგავს გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს შეჭამს.
  • თუ მხეცი ჭამს ადამიანს, მაშინ ჩვეულებრივ ამბობენ, რომ მას უბრალოდ უნდა მიაკვლიო და მოკლა, რადგან დაჩვეულია ადამიანის ხორცის ჭამას, ასეა რუსეთთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთი გონს მოვა, ის უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას დაესხმევა თავს, შემდეგ კი პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზეც გადავა.

  • 2010 წლის 10 აპრილს, თვითმფრინავ ტუ-154-ს, პოლონური დელეგაციის წევრები გადაჰყავდა რუსეთის ქალაქ სმოლენსკში. მაშინ, როდესაც თვითმფრინავი ჯდებოდა ქალაქ სმოლენსკის აეროპორტში, მან განიცადა ავიაკატასტროფა.
  • ავიაკატასტროფის შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 96 მგზავრი. მათ შორის – პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე.პოლონეთის მთავრობის წევრები, სმოლენსკში, კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.