ეს კაცია მტკიცებულება იმის, რომ თუ რამეს გინდა ამ ქვეყნად მიაღწიო უნდა იყო მონა!
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
მან სააკაშვილს ერთხელ უკვე გამოუტანა განაჩენი – არევაძემ 2018 წელს, საქალაქო სასამართლოში განიხილა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმე და 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა…
როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამბობს, გიორგი არევაძე ე.წ. სასამართლო კლანის წევრი და ის მოსამართლეა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ანდობს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს.
ცნობისათვის:
მოსამართლე გიორგი არევაძეს გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე.
ამასთანავე იგი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეც იყო, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, მან ამ საქმეზე თვითაცილება მისცა.
მამუკა ნოზაძე:
“გიორგი არევაძე სასამართლო კლანის წევრია. თავდაპირველად ის მოსამართლის თანაშემწე იყო, შემდეგ გახადეს მოსამართლე და ახლა ჩვეულებრივი შემსრულებელია. ამ საქმეს ის როგორ განიხილავს, როცა თავის დროზე მან გამოიტანა სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი. კანონით ეს მას არ ეკრძალება, მაგრამ რაღა მაინც და მაინც მასთან მოახვედრეს ეს საქმე? მით უმეტეს, ამ კონკრეტულ საქმეში, მედიცინაში კომპეტენცია მეტი უნდა გქონდეს, ვიდრე სს სპეციალისტობაა.
არსებობს სამედიცინო სამართალიც, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალურთიერთობებში არიან მოსამართლეები და ადვოკატები, რომლებიც ამ კუთხით გადიან სპეციალურ კურსებს, უნდა ერკვეოდე ნორმებში, ტერმინებში და ა.შ. არევაძეს არანაირი კურსი არ აქვს გავლილი ამ კუთხით…
არევაძე წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც ხელისუფლების მსახურია. ის ალაგ-ალაგ კი აყენებს გამამართლებელ განაჩენს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, ესეც სტატისტიკისთვის სჭირდებათ“.
ვინ არის გიორგი არევაძე
გიორგი არევაძე დაიბადა 1980 წლის 5 ივნისს გურჯაანის რაიონში.
1997 წელს დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საშუალო სკოლა.
მან 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
2003-2005 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სპეციალისტის და შემდგომ სხდომის მდივნის თანამდებობებზე.
2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.
2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.
2008 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2012 წელს (ივნისიდან -ნოემბრამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.
2013 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
საქმეები, რომელშიც მოსამართლე გიორგი არევაძე მონაწილეობდა
ნიკა გვარამას საქმის მოსამართლემ გიორგი არევაძემ, ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმეებზე თვითაცილება გამოაცხადა. თვითაცილებამდე, არევაძემ ნიკა გვარამიას 500- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებისთვის, რომელიც ის მოსამართლეს “არაადეკვატურს” უწოდებს.
2011 წლის გაზაფხულზე ყოფილ პარლამენტარს, ხულიგნობა ბრალდებულ სანდრო ბრეგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
2010 წლის აგვისტოში მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, “ელიტ-ელექტრონიქსის“ ყოფილ მმართველსა და დამფუძნებლს ანზორ ქოქოლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანზორ ქოქოლაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით დააკავეს.
2010 წლის მაისში ტელეკომპნია “კავკასიის“ ინციდენტის დროს დაკავებულ 7 პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე დაკავებულების თავდებით გათავისუფლებაზე შუამდგომლობდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
2012 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტია “ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთა შეეფარდა.
როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოტანისას განაცხადა, თამაზ თამაზაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილის საფუძველზე შეფარდა, რაც განაჩენთა საბოლოო შეკრების საფუძველზე თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთას ითვალისწინებს (შეგახსენებთ, რომ თამაზაშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს, თუმცა მას იარაღის ტარებაშენახვის უფლება გააჩნდა).
2009 წლის ოქტომბერში მკლავჭიდში ევროპის ორგზის ჩემპიონს ზაურ ცხადაძეს გიორგი არევაძემ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ, დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით და არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს 30 ათასი ლარის შეფარდების თაობაზე.
2009 წლის მაისში, მოსამართლე გიორგი არევაძემ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით ძებნილ კობა ოთანაძის ძმას, ნუგზარ ოთანაძეს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
2011 წლის 25 მაისს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან 23-კაციანი ჯგუფი დააკავეს. მათ ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებოდათ.
2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრება ციხე ამნისტიის შედეგად დატოვეს. გათავისუფლებული პოლიტპატიმრები ე.წ. ყინწვისის საქმის “შემკერთა“ შორის გიორგი არევაძეს ასახელებდნენ.
ქონებრივი დეკლარაცია
ჩვენ გადავხედეთ მოსამართლე გიორგი არევაძის დეკლარციასაც, რომელიც მას 2021 წლის 26 იანვარს აქვს შევსებული.
გიორგი არევაძეს ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
მის სახელზეა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე 96კვმ. ფართის ბინა, რომელიც მან 2013 წელს 55 ათას დოლარად შეიძინა. მასზეა გაფორმებული მსუბუქი ავტომანქანა „”TOYOTA RAV4“ (2010 წლის), რომელიც მოსამართლეს 2017 წელს 8 000 აშშ დოლარად შეუძნია.
გიორგი არევაძე ძირითადად „თი-ბი-სი“ ბანკის მომსახურებით სარგებლობს და ანგარიშზე დაახლოებით 18 ათასი ლარი ერიცხება, ასევე, მეუღლის – მედეა ოსიაშვილის სახელზე “საქართველოს ბანკში“ 59,98 ათასი ლარია დაფიქსირებული, მის ხელთ არსებული ნაღდი ფულადი თანხა კი 12000 ლარს, 3500 დოლარსა და 800 ევროს შეაგენს, რომელთა წყაროსაც ხელფასიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს.
2020 წელს მოსამართლე გიორგი არევაძეს შემოსავლის სახით 62 489,46 ლარი აქვს მიღებული.
წყარო: ამბები.გე