ნათელა თურნავა: “კაშეი ბესმერტნი” თუ ჩინჩალაძე კაბაში?
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს.
ამ ლოგიკით არ არის გამორიცხული მალე მეორე ვიცე პრეზიდენტად, ეროვნული ბანკის ერთგული და გამოცდილი კადრი რომან გოცირიძის კანდიდატურა ვიხილოთ.
როგორც თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.
- „დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი, თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა.
- მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიანებს საერთო მიზანი – ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.