ეს აქტი, პირდაპირ თქვენი განაჩენია!
ვინც ფიქრობს, რომ ნიკოლოზ გვარამიას შეწყალებით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია, აღმოიფხვრა ან ბეცია და ან პოლიტიკური იდიოტი.
- ვინც ფიქრობთ, რომ ასე მარტივად ჩაივლის ქართველი ხალხის სამართლიანი აღშფოთება პრეზიდენტად წოდებულის მიერ მიღებული აქტის გამო, მსჯავრდებულ გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ მწარედ ცდებით!
- იცინის საზოგადოება, პატივცემულო ” ქართული ოცნების” მამებო, ვინც ფიქრობთ, რომ თავი ქუდში გაქვთ და ვერავინ მოგერევათ, ვერაფერს დაგაკლებთ დისკრედიტებული “ნაციონალური მოძრაობა”,
ეს აქტი პირდაპირ თქვენი დანაშაულია ქართველი საზოგადოების მიმართ.
ეს აქტი, პირდაპირ თქვენი განაჩენია!
თქვენი დანაშაულია, იმ საზოგადოების მიმართ, ვინც საკუთარი თავგანწირვის ფასად საკუთარი თავი მრავალჯერ გვერდზე გადადო, დაუნდობელ, უთანასწორო ბრძოლაში შევიდა სატანასთან, გენდოთ, თქვენ კი იმედები გაუცრუეთ !
ერთი წარმატებული მაგალითი არ არსებობს იმის, რომ 2012 წლის შემდეგ თქვენ ვინმე დაგესვათ ხელისუფლებაში და ხალხის ნდობა -სიყვარული დაემსახურებინოს.
რად კმარა მხოლოდ პრეზიდენტი – მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, პრემიერ -მინისტრების მთელი კოჰორტა, კვირიკაშვილის თამადობით, პარლამენტარები, რომელთაც უმძიმესი დანაშაულებები აპატიეთ სიჩუმის ნაცვლად და ბიზნესები გაუფორმეთ,
მარტივად სამართავად, პირდაპირ ღრმა ნაც. სექტიდან შეყარეთ ადამიანები ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, შიდა კლანებად დაყავით და შემდეგ ერთმანეთს დააპირისპირეთ თავად “ქართული ოცნება”, იმიტომ რომ
საზოგადოება სააკაშვილის მსგავსად ფარად, ბრბოდ მიგაჩნიათ, რომელიც ყველა თქვენს ბოდვას, თავის მართლებას იოლად იჯერებს!
ფიქრობთ, მხოლოდ პოლიტიკის “პროფესორ”( სუსის ფსევდონიმი არ გეგონოთ, უბრალოდ ასე წარმოუდგენია თავი ) მდინარაძის კლანის ბრტყელ- ბრტყელი დიდაქტიკური ქადაგებები გიშველით, ან “მგელი მოდის” ძახილით გაიტანთ თავს 2024- ში?
მდინარაძე მხოლოდ კლასიკური მაგალითია იმ ადამიანების, ვინც 2016 წლის შემდეგ მიუსხდნენ გაშლილ სუფრას და ახრამუნებენ ქართველი ხალხის ” ჭარბ ნდობას”თქვენდამი.
არა, ბატონებო, თქვენი არავის აღარ სჯერა, იმ ადამიანებსაც კი, ვინც თქვენ გარეშე , უშუალოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილს გარეშე, ცხოვრებაში კაბინეტს,სკამს ვერ ეღირსებნენ, ( სოფლის საპირფაშოს გარდა!) სწორედ ისინი გლანძღავენ და გაგინებენ ყველაზე აქტიურად სოციალურ ქსელებში, თქვენ კი მუდმივად სირაქლემას პოზაში ხართ , არ რეაგირებთ, “სიტყვის თავისუფლების” გამოხატვად მიიჩნევთ პრემიერის , საზოგადოებაში “ქართული ოცნების” ჯერ კიდევ გარკვეული ნდობის მქონე ადამიანების დედის გინებას, ოღონდ საკუთარი კეთილდღეობას არაფერი შეეხოს..
ნუ, ახდენთ ზეწოლას თქვენს მიერვე საქართველოს პრეზიდენტად მოთრეულ მძორზე ზურაბიშვილზე, ბარემ ბოლომდე მოხდეს მოსახდენი და შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, მან საკუთარი სახელი უკვე დაიმკვიდრა საქართველოს ისტორიაში,
თქვენ კი ურეიტინგო და უტრაკო ყარაჩოღლებო,გეყოთ გამბედაობა და უთხარით თქვენს ოკეანის გაღმა პატრონებს, რომ ქართველი ხალხი ასე მარტივად სამართავი არ არის, 12 პუნქტიანი კი არა, მთელი ენციკლოპედია რომ წეროთ, ვერავინ შეარიგებს მას მკვლელებთან, მწამებლებთან,გამაუპატიურებლებთან, ბნელ , დაუნდობელ, რევანშის სენით დაავადებულ სექტასთან, არანაირი დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში არ და ვერ მოხდება, და თუ ეს იქნება დაბრკოლება საქართველოს ” ევროპულ გზაზე” მიგვიფურთხებია ესეთი ევროპისთვის და თქვენთვის!