თეიმურაზ გორჯესტანი: შეწყდეს დედაჩემის გინება!
დიპლომატი,დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოს სტრატეგიული და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლი თეიმურაზ გორჯესტანი პოსტს აქვეყნებს და მოითხოვს შეწყდეს დედამისის, საქართველოს პრეზიდენტად მომუშავე ფრანგის პენსიონრის სალომე ზოურაბიშვილის აღვირახსნილი ლანძღვა- გინება.
- ” დედაჩემს ნუ აგინებთ !
საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციული , არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეიწყალა ბატონი ნიკა გვარამია.
ვფიქრობ, რომ ის ,რაც დღეს ხდება ქართულ სოციალურ ქსელებში არის მარაზმი.
ადამიანებმა, ვინც დღეს ლანძღავთ და აგინებთ ის, ( სალომე ზურაბიშვილი) თქვენ მოიყვანეთ ხელისუფლებაში და პრეზიდენტად დიდი უმრავლესობით აირჩიეთ.
ჩემი დედის გინება ნიშნავს ზოგადად, ქალის, მითუმეტეს პრეზიდენტის ინსტიტუტის ლანძღვას და ქართველ ადამიანს ეს არ შეშვენის.
ის თქვენი დედაცაა, მთელი საქართველოს მზრუნველი დედაა. მიყვარხარ სალომე და მხარს გიჭერ ყველა სამართლიან გადაწყვეტილებაში”- წერს თეიმურაზ გორჯესტანი.