8 ოქტომბერი 2024

უნგრეთი მეტროს ვაგონებს რუსეთისგან შეიძენს

იმ დროს, როცა თბილისის მერი კალაძე ამერიკის ელჩის შიშით რუსულ კომპანიასთან მეტროს რეორგანიზაცისათვის საჭირო და საციცოცხლოდ აუცილებელ კონტრაქტს წყვეტს, უნგრეთმა შეძლო და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტიდან გამონაკლისების უზრუნველყოფა მოახდინა საქონელზე, რომელიც საჭირო იყო ბუდაპეშტის მეტროს მუშაობისთვის. ამის შესახებ Bloomberg დოკუმენტების პაკეტზე მითითებით წერს.

ქვეყანას შეეძლება შეიძინოს რუსული მატარებლები და ვაგონები, დამცავი მინები, სარქველები, ტელეფონები და მეტრო მესამე ხაზისთვის საჭირო სასიგნალო აღჭურვილობა. მის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელია რუსული კომპანია «Метровагонмаш» , რომელიც მანამდე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. ასევე, უნგრეთს კვლავ შეუძლია შეიძინოს ხაზის ტექნიკური მომსახურება.