საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მედვედევი -დუდაზე: ასეთი განავალი საცოდაობაა, ასეთებს წითელ მოედანზე ხვრეტდნენ! – თბილისი 24
20 მაისი 2024

მედვედევი -დუდაზე: ასეთი განავალი საცოდაობაა, ასეთებს წითელ მოედანზე ხვრეტდნენ!

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პოლონურ მხარესთან მოლაპარაკება, ქვეყნის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადების  შემდეგ, რომ რუსეთი,  როგორც „გარეული მხეცი ისე უნდა დაიხვრიტოს,“ შეუძლებელია.

  • „პოლონელმა ნაძირალამ, სახელად დუდამ  რუსეთს გაცოფებული მხეცივით დახვრეტა მოინდომა“, –  დაწერა  მედვედევმა ტელეგრამის არხზე.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებების შემდეგ პოლონურ მხარესთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, და „პატრონისთვის ასეთი განავალი  საცოდაობაა“.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ მე-18 საუკუნეში დუდასნაირები წითელ მოედანზე მოჰყავდათ, სადაც მას „კვარტალურად დახვრეტდნენ“.  მეორეს მხრივ, რუსეთი ჰუმანისტია და შურისძიებას სხვაგვარად იძიებს“, – დაასკვნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში დუდამ თქვა, რომ რუსეთს არ უნდა მივცეთ გამარჯვების უფლება, რადგან ის „გარეული მხეცის მსგავსია, რომელიც ჩაგრავს ადამიანს“ და ასეთ მხეცი  უბრალოდ უნდა დახვრიტო.