14 ოქტომბერი 2024

მეცნიერებმა მომავლის ადამიანის 3D მოდელი შექმნეს- კუზიანი და დაგრეხილი ხელებით

მეცნიერებმა მომავლის ადამიანის ფოტოს მოდელირება შეძლეს.სანახაობა შემაშფოთებელი აღმოჩნდა.  სამომავლოდ გაჯეტების გამო ადამიანს შეიძლება კუზი და  “დაგრეხილი“ ხელები ჰქონდეს.

ლოს-ანჯელესის სატელეკომუნიკაციო კომპანია TollFreeForwarding-მა ჩაატარა კვლევა, რომელშიც მეცნიერებმა შეძლეს მომავლის ადამიანის 3D მოდელის შექმნა. შესრულებული სამუშაოს შედეგი შემაშფოთებელი აღმოჩნდა და ეს ყველაფერი უმოძრაო ცხოვრების წესისა და გაჯეტების (პირდაპირი გაგებით) თაყვანისცემის გამო.

პორტალ The Edge Markets-ის ცნობით, მომავალში ადამიანებმა შესაძლოა „კლანჭებიანი“ ხელები შეიძინონ. ფაქტია, რომ ხელების თითები ისეა მიჩვეული სმარტფონების დაჭერას, რომ ისინი საერთოდ აღარ იხრებიან და ინარჩუნებენ გაჯეტის “სტენდის” პოზიციას. მუდმივი მჯდომარე მუშაობის გამო ადამიანების ზურგი დაიკეცება, შესაბამისად,  გაჩნდება კუზი. კისერი გახდება მოკლე და სქელი, ხოლო იდაყვები იქნება 90 გრადუსიანი კუთხით.

ასევე, ადამიანებს ექნებათ სქელი თავის ქალა, რომელმაც უნდა დაიცვას ტვინი სმარტფონების მიერ გამოსხივებული რადიოსიხშირული გამოსხივებისგან. გარდა ამისა, ცვლილებები გავლენას მოახდენს თვალებზე. სინათლის სხივების მუდმივი ზემოქმედებიდან შესაძლოა გამოჩნდეს „მეორე ქუთუთო“. ადრე კი ფუტუროლოგმა კონსტანტინ ფრუმკინმა განაცხადა, რომ მომავალში დედამიწაზე ნაკლები სექსი და მეტი რობოტი იქნება. მალე, მისი თქმით, შობადობა  პლანეტაზე დაეცემა და შესაბამისად  ბუნებრივი გამრავლების დონე დაბლა დაიწევს. თუმცა, სიცოცხლის ხანგრძლივობის დონე შესაძლოა გაიზარდოს.