7 ოქტომბერი 2024

კახიშვილი: ხომ არ შეიძლება ყველაფერზე ისტერიკები მართო?

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ ეთერში სტუმრობისას ამერიკის ელჩის კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ -ესეთი განცხადებები არ არის წორი, ასეთი ტონალობით საუბარი მიუღებელია დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. პარტნიორი იქნება, მშობელი დედა იქნება თუ მშობელი მამა, ყველაფერს აქვს თქმის და გადაცემის წესი.  ხომ არ შეიძლება ყველაფერზე ისტერიკები მართო?

არ მახსენდება ასეთი ისტერიკები 2012 წლამდე საელჩოსი. 2013 წლიდან ზედმეტად რევერანსის მდგომარეობაში დავდექით და ის კი არ მიიღეს, რომ ეს რევერანსია, მიიღეს ისე, რომ ეს არის ჩვენი პოზა, რომელიც უნდა დავიკავოთ.

ვიღაცამ  ეს ჩათვალა რევერანსად,წინამორბედებმა. დღეს გვითვლიან -ვალდებულებად.“- განაცხადა კახიშვილმა.

კახიშვილის თქმით, სწორედ ამერიკის საელჩოს მოთხოვნა იყო – არ დამდგარიყო წინა ხელისუფლების მოსამართლეების პასუხიმგებლობის საკითხი.

-“ის სასამართლო რეფორმა,რომელსაც 2013 წელს ვაკრიტიკებდით, ეს იყო პირდაპირ ამერიკის საელჩოს მოთხოვნა, რომ ყველაფერი დაწყებულიყო სუფთა ფურცლიდან, რომ არც ერთი მოსამართლის მიმართ  არ უნდა დამდგარიყო წარსულის გამო პასუხიმგებლობის საკითხი“- განაცხადა  პარლამენტარმა.

ცნობისათვის: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დეგნანმა მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“.