14 ოქტომბერი 2024

კადიროვი: ზელენსკი გროზნოში, ვლადიმერ პუტინის გამზირზე „მთავარი დამლაგებელი“ იქნება!

 ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ზელენსკის დამლაგებლის ახალი თანამდებობა „გამოუგონა“. კადიროვმა თქვა, რომ ზელენსკის  გროზნოში, პუტინის გამზირის „მთავარი დამლაგებლის პოსტზე”  გაამწესებს. ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.

  • მალე დავასრულებთ, გავანადგურებთ ამ სატანიზმს, ფაშიზმს. ჩვენ ამ ზელენსკის ბოროტმოქმედს გროზნოში მოვიყვანთ“, – განაცხადა პოლიტიკოსმა. მისი თქმით, ზელენსკი  ვლადიმერ პუტინის გამზირზე  „უფროს დამლაგებლად“დაინიშნება.  მანამდე კადიროვმა უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციას ჯიჰადი უწოდა. პოლიტიკოსი აზრით, დასავლეთს სურს რუსეთის დამცირება და დაყოფა, რწმენისა და კულტურის ხელყოფა, „ისე, რომ არ გვქონდეს იდენტობა და არც ერთი ოჯახური ღირებულება“, მაშინ როცა ევროპაში ახლა „აშკარად მოქმედებს სატანიზმი“ და „სატანური დემოკრატია“.