14 ოქტომბერი 2024

ჩეხეთმა, პოლონეთმა და ესტონეთმა რუსეთის რეჟიმი “ტერორისტულად” აღიარა

ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლების რეჟიმი „ტერორისტულად“ გამოაცხადა. ამის შესახებ Ceske noviny იტყობინება.
დადგენილებას კომიტეტის 14 დეპუტატიდან 12-მა დაუჭირა მხარი.

პარლამენტარებმა დაგმეს თავდასხმები უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე და განაცხადეს, რომ არ აღიარებენ  ახალი რეგიონების რუსეთში შესვლის შესახებ  გამართული რეფერენდუმის შედეგებს. დეპუტატებმა ასევე აღნიშნეს, რომ საუბარი ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის მაცხოვრებლებს, არამედ მთელ ევროპულ კონტინენტს. რეზოლუციის ავტორები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ევროპელებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

რუსეთი „ტერორისტულ რეჟიმად“  პოლონეთმაც  აღიარა. 85-მა პოლონელმა სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი დოკუმენტს, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, სენატმა მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას დაეხმარონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინის დანაშაულებებში მონაწილე  პასუხისმგებელი პირების მიმართ  გამოძიებაში.

რუსეთის მისამართით მსგავსი განცხადება ესტონეთის პარლამენტმაც მიიღო. 88-ვე დეპუტატმა მხარი დაუჭირა რუსეთის „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარებას, არც თავი შეიკავა და არც წინააღმდეგი.