6 დეკემბერი 2024

ЦРУ-ს ანალიტიკოსი: ლავროვმა უთხრა ამერიკის ელჩს – არა ნიშნავს არას, ეს იქნება კატასტროფა!

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA ,ЦРУ ) ყოფილი თანამშრომელი და საზოგადო მოღვაწე რეიმონდ მაკგოვერნი 1963 წლიდან 1990 წლამდე იყო CIA-ს ანალიტიკოსი გახლდათ.

1980-იან წლებში ის ამზადებდა ყოველდღიურ მოხსენებებს აშშ-ს პრეზიდენტებისთვის.
CIA-ში გაწეული სამსახურისთვის დაჯილდოვდა დაზვერვის შექების მედლით, რომელზეც 2006 წელს პროტესტის ნიშნად უარი თქვა CIA-ს წამებაში მონაწილეობისათვის.

რეიმონდ მაკგოვერნი ამერიკის ელჩის რუსეთის ფედერაციაში ბილ ბიორნსის ტელეგრამის შესახებ საუბრობს, სადაც საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღებაზე იყო საუბარი.

„ 2008 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო სთავაზობს უკრაინას და საქართველოს კავშირში გაწევრიანებას. ეს უკვე ძალიან ახლოს არის რუსეთთან . ამიტომაც, სერგეი ლავროვმა, რომელიც 2008 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო , როგორც დღეს, თავისთან ტატამზე გამოიძახა ამერიკის ელჩი ბილ ბიორნსი, დღეს ( 2011- 2015 წწ.) აშშ-ს ვიცე სახელმწიფო მდივანია.
ლავროვმა უთხრა მას:

  • „ ბატონო ბიორნს, ჩვენ მოგვესმა, რომ თქვენ საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღება გსურთ.
    მოდით ასე გეტყვით: არა! და არა ნიშნავს არას! იმიტომ, რომ თუ თქვენ ამას იზამთ , ეს იქნება კატასტროფა , ეს გაყოფს მოსახლეობას ორ ნაწილად, რომელიც ერთმანეთს დაუპირისპირდება. ჩვენ, შესაძლოა იძულებულები გავხდეთ იქ ჯარები შევიყვანოთ. იმიტომ, რომ ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას ნატო ჩვენი კარების ზღრუბლთან იყოს“.
  • საიდან ვიცი ეს ყველაფერი მე? ვიკილიქსიდან. ვიკილიქსმა გამოაქვეყნა მოსკოვში აშშ-ს ელჩის ტელეგრამა. ეს ისეთივე ტელეგრამაა, როგორიც სხვა მრავალი ტელეგრამები მოსკოვიდან აშშ-ში გამოგზავნილი 5.000-დან, რომელიც მე წავიკითხე ЦРУ-ში მთელი ჩემი კარიერის მანძილზე.
    ტელეგრამას ასვია გრიფი – „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“. არსებობს კიდევ გრიფები „ რუტინა“ და „ პრიორიტეტი“ .
    გაგზავნილ ტელეგრამაში ელჩი ბიორნი გულწრფელად წერს:
  • -„ ეს წითელი ხაზია რუსებისთვის და ტელეგრამაზე პირდაპირ აწერს სიტყვებს: „არა, ნიშნავს არას“. ტელეგრამა თარიღდება 2008 წლის 1 თებერვალით.
    2008 წლის 3 აპრილს კი ბუქარესტში ნატოს სამიტი გაიმართა, სადაც ოფიციალურად გაცხადდა, რომ ” საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები უნდა გახდნენ“. სხვა სიტყვებით რუსების შეშფოთება სერიოზულად არ მიიღეს და ეს დღევანდელი კრიზისის საფუძველია.