როინ პაპასქუა: ტყუილია, არანაირი 90%-იანი მხარდაჭერა ევროპულ მომავალს საქართველოში არ აქვს!
პოლიტოლოგი როინ პაპასქუა მიიჩნევს, რომ ევრო- ამერიკული მიმართულების ვექტორის მქონე პოლიტიკური სუბიექტების არგუმენტი – საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი საზოგადოების 90% -იანი ნიშნულის შესახებ გადაჭარბებულია და რეალურად ის 40 %-ს არ ცდება.
- „ მიკვირს და გაოცებული ვარ, როცა ამ უსუსურ ბერკეტს, როგორც , თითქოსდა მნიშვნელოვან არგუმენტს, ყველა ბრმად იჯერებს და როგორც ხმალს ისე იქნევს. ნუთუ, რომელ შერაცხადს სჯერა 2008 წელს, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ?
- მეორეც, მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და კონსტიტუციაში ჩანაწერის სახით, როგორც სამართლებრივ დოკუმენტზე აპელირება სამართლებრივი სიბეცეა,
- არც არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს საგარეო კურსის განმსაზღვრელი რეფერენდუმი ჩატარდება, სანამ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის საელჩოდან კონტროლდება. აშშ-ს საელჩოში ძალიან კარგად იციან გამოკითხვის რეალური შედეგები, ” – აცხადებს ცნობილი პოლიტოლოგი.