ჰელენ, დღეს, ალბათ რუსეთის დუმის დეპუტატი იქნებოდი!
ელენე ხოშტარიას ყოფილი მეგობარი ნათია ა. სოციალურ ქსელში ვრეცელ პოსტს აქვეყნებს და ხოშტარიას შესახებ ამბობს, რომ არა მაქსიმ ანატოლევიჩი და დანგრეული სიყვარული,ის ალბათ, დღეს რუსეთის დუმის დეპუტატი იქნებოდა და იქიდან დაგვიწყებდა მოძღვრას „ დიადი რუსეთის სიკეთეების შესახებ“.
„ მახსოვს ერთხელ, როცა ჩვენს სტუდენტობის წლებს და პირველ შეყვარებულს ვიხსენებდით, ელენემ ასეთი ტრაგიკული ისტორია გვიამბო:
- „ერთი კურსელი მყვადა ევგენი სოკოლოვი, წარმოშობით ციმბირიდან, ერთ- ერთი დიდი ქალაქის ცნობილი რეგიონალური პარტიული ფუნქციონერების ოჯახიდან. ერთხელაც ევგენიმ ოჯახში დამპატიჟა, როგორც წესი ჩაიზე. ხშირად დავდიოდი მის ოჯახში და მშობლები კარგად მიცნობდნენ. ევგენის დედა – ლუდმილა მიხაილოვნა მოფერებით ნადიას მეძახდა: „ძალიან გავხარ ჩვენი ბელადის საყვარელ მეუღლესო“. ჰოდა, მათთან სტუმრობისას, მეც ვცდილობდი ხოლმე ნადეჟდა კრუპსკაიას როლში შესვლას- მკაცრ გამომეტყველებას და მოჭრილ, კონკრეტულ პასუხებს ვიძლეოდი ხოლმე დასმულ კითხვებზე.
მორიგი სტუმრობისას სუფრას ამჯერად, მშობლები და მათთან ყაზანიდან სტუმრად ჩამოსული სამამულო ომის ვეტერანი ბაბუა- მაქსიმ ანატოლევიჩიც ესწრებოდა.
მაქსიმ ანატოლევიჩი თავის დროზე „ჩეკას“ წევრი ყოფილა, შემდეგ ბერიას დაუჭერია და ძლივს გადარჩენილა სიკვდილს.
- „ეს ჩემი კურსელი და ახლო მეგობარი ჰელენია, გააცნო ჩემი თავი ბაბუს ევგენიმ.
- და გვარი? იკითხა ბაბუმ.
- ხოშტარია, ვუპასუხე მე.
- როგორ , როგორ? აბა, კიდევ ერთხელ?- ხმას აუწია ბაბუმ და შევატყე სახეზე წამოწითლდა.
- ხოშტარია – დავუმარცვლე მე, რადგან ყრუ მეგონა.
- შენი დედაც! – წამოიყვირა ბაბუმ, დიმიტრი ამბროსის ძის შვილიშვილი, ეს ვინ მომითრიეთ სახლში, ბერიას შპიონი, გაეთრიოს აქედან!
- არა- ბატონო, ჩვენ, მთელი ჩემი ოჯახით ანტიკომუნისტები ვართ, მამაჩემი გამსახურდიას ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი იყო… ჩვენ ვერ ვიტანთ რუსეთს..
- რაო? რუსეთს ვერ იტანთ? აბა, აქ რას აკეთებთ ? აგენტი ხარ! – უფრო მეტად იყვირა ბაბუმ.
- არა, ამხანაგო მაქსიმ ანატოლევიჩ, სწორედ ვერ გამიგეთ, კომუნისტურ რუსეთს , სტალინს , ბერიას და დიქტატურას ვებრძვით და ატანა არ გვაქვს.
- მე, რწმენით კომუნისტ კაცს მეუბნებით რომ – კომუნისტებს ვერ იტანთ? სწორედ, ქართველებმა მოკალით კაცი , რომელმაც ქვეყანა გამოგლიჯა მტაცებელ მგლებს ხელიდან და გადაარჩინა, რომ არა სტალინი დღეს, რუსეთის ნასახი არ იქნებოდა. ბერიამ და შენი ბაბუასმაგვარმა მოღალატეებმა გაყიდეს სტალინიც და ქვეყანაც და შენც არ იქნები მათზე ნაკლები- ყვიროდა გაცეცხლებული მაქსიმ ანატოლევიჩი.
შემდეგ შვილიშვილს მიმართა: „შვილო, თუ ოჯახის, ქვეყნის სიწმინდეს პატივეს სცემ , წავიდეს ეს ქალი აქედან და თავის ქვეყანაში აშენოს დემოკრატია. ამისმა ბაბუმ , დიმიტრი ამბროსევიჩ ხოშტარიამ დამიჭირა ქვეყნის და სტალინის ერთგულებისთვის. დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ფეხი ამ ოჯახში არ იქნება“. ბაბუ ადგა და კარები გაიჯახუნა.
- „მე აგენტს ცოლად ვერ მოვიყვან“- გამომიცხადა მოულოდნელად ევგენიმ.
აი, ასე ჩაგვიშალა ბაბუმ პირველი სიყვარული და მაშინ მიწოდეს პირველად აგენტი, – იხსენებდა სინანულით ელენე ხოშტარია.
სწორად მიმხვდრა ჯერ კიდევ როდის, ბაბუ ევგენი ჰელენ, აგენტი – აგენტია, სისხლში და ხორცში აქვს გამჯდარი ორპირობის, დასმენის, ქვეყნის გაყიდვის ღალატის სენი. ყიდი , რაც სარფიანად გასაყიდია , სადაც და რაზეც ხელი მიგიწვდება ,თან საკუთარი დანაშაულის დასაფარად აგენტობას და რუსეთუმეობას სხვებს აბრალებ , შენ კი მტრად წოდებული ქვეყნიდან უხვად ფინანსდები. რომ არა მაქსიმ ანატოლევიჩი და შემთხვევითობა , ალბათ დღეს, რუსეთის დუმის დეპუტატი იქნებოდი და იქიდან დაგვიწყებდი მოძღვრას- ” დიადი რუსეთის სიკეთეების შესახებ“, და არც რუბლის ტრანზაქციის ლოდინი განერვიულებდა, – წერს ნათია ა.