7 ოქტომბერი 2024

მთავარსარდალი ბენ ჰოჯსი: დროა შევქმნათ ახალი “სამხედრო შენგენი”!

ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯსმა განაცხადა, რომ ” რუსული აგრესიის შესაკავებლად” ნატო საკმარისი არაა, საჭიროა შეიქმნას „სამხედრო შენგენი“, იუწყება Washington Post.
გენერალმა კომენტარი გააკეთა ანალიტიკოსთა განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, საიმედო შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ევროპას სჭირდება ინვესტიცია სამხედრო ლოგისტიკაში.

ჰოჯსის თქმით, ევროკავშირს აკლია სარკინიგზო ვაგონები, რომლებსაც შეუძლიათ ჯავშანტექნიკის გადატანა, ან ხიდები და გვირაბები, რომლებიც საკმარისად ფართოა თანამედროვე ომისთვის.
ყოფილმა მთავარსარდალმა თქვა, რომ დიპლომატიური მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ შეიქმნას “სამხედრო შენგენის ზონა”, რომელიც ნატოს კოლონებს საშუალებას მისცემს “ისვე მარტივად გადაკვეთონ საზღვრები, როგორც სატვირთო მანქანები ვაშლით”.

ამჟამად შენგენის ზონა მოიცავს 26 ქვეყანას: ევროკავშირის 22 სახელმწიფოს, ასევე ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიას და ლიხტენშტეინს.