ე.წ. არასმთავრობო ორგანიზაციები სინამდვილეში მკვეთრად პოლიტიკური დაჯგუფებებია
ამ თემაზე არაერთხელ დაწერილა, თუმცა ამჯერად ისევ მივუბრუნდები, რადგან ეს ის საკითხია, რომელიც არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს. საქმე ეხება საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა იდეაში, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაა.
თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, საქმე გვაქვს ერთგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, ერთ კონკრეტულ პარტიასთან აფელირებულ ორგანიზაციებთან, რომელთა იდეა ფიქსი არსებული ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლაა, რადგან კარგად ხედავენ, რომ არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელია, რადგან არსებულ სახელისუფლებო გუნდთან საქართველოს ამომრჩეველთა დიდი არმია დგას.
რატომ პოლიტიკური დაჯგუფება? ვინ ხელმძღვანელობს დღეს ცნობილ ე.წ. არასამთავრობოებს საქართველოში?
მივყვეთ თანმიმდევრობით:
ISFED სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია – ასოციაცია, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დადო პარალელური დათვლის მცდარი, უფრო სწორად, ყალბი შედეგი. საბოლოოდ, საზოგადოებისაგან წამოსული მწვავე რეაქციის გამო, მალევე შეცდომის აღიარება და გასწორება მოუწია, თუმცა სწორედ ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგი იყო მაშინ ქუჩაში განვითარებული მოვლენები და ესკალაცია. მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციამ ჩადენილ, მე ვიტყოდი მიზანმიმართულ გაყალბებაზე, პასუხი არ აგო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი – დაარსდა 2012 წელს. ცენტრის თანასწორობის პროგრამების დირექტორია თამთა მიქელაძე. ამონარიდები თამთა მიქელაძის ფეისგვერდიდან:
„ქართული ოცნების ინტერპრეტაციებს ვუსმენ და… აშკარაა, რომ ეს კლასიკური აპროპრიაცია კი არ არის ამ ავტორების, რასაც მაგალითად საპატრიარქო აკეთებს წლებია, არამედ შინაარსის, საზრისის სრული გამოცლა.
რა ისწავლეთ?! სად გაიზარდეთ ?!
ვახ, ესენი ვინ არიან ?!“
თამთა მიქელაძის ბიოგრაფიაში ნიშანდობლივი ფაქტები:
2009: მრჩეველი – ეროვნული უშიშროების საბჭოში;
2005-2009: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მკვეთრად პოლიტიკური განცხადებებით გამორჩეული ორგანიზაცია, რომლიც ამჟამინდელი ხელმღვანელი ნონა ქურდოვანიძე.
ნაწყვეტი მისი ფეისგვერედიდან:
- „მივიჩნევთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტული მედია გარემოს არსებობაზე.“
„კულტურის სამინისტრო ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობაში უხეშად ერევა – არჩეული დირექტორი არ დაუმტკიცა.“
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, რომლის ხელმძღვანლს აშკარად სხვა მიზნები აქვს, ვიდრე ამ ორგანიზაციის მისიაა.
ამონარიდები ედუარდ მარიკაშვილის ფეისგვერდიდან:
- „ალბათ ახლა ლავროვი ურეკავს ბიძინას და აზუსტებს რამე საფრთხე ხომ არ ემუქრება მის ოჯახს, ხოლო ივანიშვილი ამშვიდებს, რომ სანერვიულო არაფერია, ირაკლი და ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, უმკაცრესად დასჯიან ყველას ვინც ლავროვის ოჯახის სიმშვიდეს დაარღვევს. ფუ თქვენი!!“
- „პუტინის რუსეთის სისხლიან რეჟიმთან ასეთი ჩახუტება, მათი გადაწყვეტილებების ოვაციებით შეხვედრა და მისალმება შემზარავია. კიდევ უფრო შემზარავია, ამ ყველაფრის ავტორის ბიძინა ივანიშვილის, მისი გამტარების, კობახიძის – პარტიაში და ღარიბაშვილის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ყურება/მოსმენა. დანარჩენებზე საუბარი არც მინდა, რას დაემსგავსნენ.“ „ქართული ოცნება”: ნაბიჯ, ნაბიჯ რუსეთისკენ!“
მნიშვნელოვანი ფაქტი: ედუარდ მარიკაშვილი გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაძის ადვოკატია.
მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი 2005 წლიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. იყო მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების და ინტეგრაციის საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2010-2013 წლებში. ამით ყველაფერი ნათქვამია!
საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე პაატა გაფრინდაშვილი 2004 წელს იკავებდა საქართველოს თავდაცვისი მინისტრის მოადგილის პოზიციას. ხოლო, 2005 წელს მუშაობდა ეროვნულ უშიშროების საბჭოში (!).
რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ამ ნჯო-ს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის ბიოგრაფიაც საკმაოდ შთამბეჭდავია: 2004 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გახდა. 2005 წელს იგი დაწინაურდა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის პოზიცია დაიკავა.
2007 წლის 21 ნოემბერს – ეკა გიგაურმა ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის წოდება წარბშეუხრელად მიიღო.
როგორც ხედავთ, აქ ჩამოთვლილი ნჯო-ების ხელმძღვანელები ირიბად თუ პირდაპირ კავშირში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უმეტეს მათგანს საპასუხისმგებლო თანამდებობაც ეკავა. შესაბამისად, თითოეული მათგანის დღევანდელი ნაბიჯები თუ ქმედებები გასაკვირიც აღარაა.
სწორედ ამიტომ დავწერე თავშიც, რომ ეს ე.წ. არასმთავრობო ორგანიზაციები სინამდვილეში მკვეთრად პოლიტიკური დაჯგუფებებია, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იმ მისიებთან, თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე რომ აქვთ გაწერილი.
დიახ, ჩვენ დღეს საქმე გვაქვს ნჯო-ებს ამოფარებულ პოლიტიკურ დაჯგუფებებთან, რომლებიც სწორედაც რომ, საკმაოდ გამოხატულად და მკვეთრად ებრძვიან არსებულ ხელისუფლებას და ცდილობენ საზოგადოებაში ფეიკნიუსების გავრცელებით ხელი შუეშალონ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას.
და მთავარი, თითოეული ეს ორგანიზაცია თავიანთი ქმედებებით, რუსული გეგმის ნაწილია და რუსულ სცენარს ახორციელებენ. მხოლოდ ბრმა თუ ვერ დაინახავს მათ უკან რუსულ სპეცსამსახურებს!
ჟურნალისტი, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ნინიკო მშვიდობაძე
წყარო: ფეისბუკი