12 სექტემბერი 2024

პუტინი: ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა ჰქვია, ანტირუსეთი შექმნეს!

ტერიტორიას, რომელსაც უკრაინა ჰქვია, ბოლო წლებში დასავლეთთან დაკავშირებული ადამიანები ხელმძღვანელობდნენ და რომლებიც იქ ანტირუსეთს ქმნიდნენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

  • „ტერიტორიას, რომელსაც უკრაინა ჰქვია,  სსრკ-ს დაშლის შემდეგ თავიდანვე ფაქტობრივად, დასავლეთი აკონტროლებდა. ისინი  არამარტო რუსეთთან ბრძოლის გზას დაადგნენ, არამედ ამ ტერიტორიაზე ანტირუსეთი შექმნეს“, – განაცხადა პუტინმა შემოქმედებითი ეკონომიკისადმი მიძღვნილ ფორუმზე.