საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ინალ არძინბა: ტრაგედიაა, გული ცუდს მიგრძნობს! – თბილისი 24
20 მაისი 2024

ინალ არძინბა: ტრაგედიაა, გული ცუდს მიგრძნობს!

 ინალ არძინბა შეშფოთებულია ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის მიკუთვნების გამო.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა , რესპუბლიკის ფაქტობრივმა მმართველმა ინალ არძინბამ შეშფოთება გამოთქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მზადაა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს.

  • „რამდენიმე წლის წინ ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდით, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასე ეთქვა. სხვათა შორის, სომხეთში ეს ნაბიჯი ბევრმა ეს უარყოფითად მიიღო.  ჯერ კიდევ 1992 წელს სომხეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტი ან შიდასამართლებრივი აქტი, სადაც მთიანი ყარაბაღი აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად, მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსასრულებლად. ანუ გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის განცხადება ეწინააღმდეგება სომხეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არძინბამ აფხაზური ტელევიზიის ეთერში.

მან ფაშინიანის სიტყვებს “უპრეცედენტო მოვლენა” უწოდა და დასძინა, რომ ახლა “ძალიან რთული  გეოპოლიტიკიური  ეპოქაა”.

  • ის რაც მოხდა მთიან ყარაბაღთან არის გეოპოლიტიკური კონსენსუსის შედეგი. იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მართლაც შედეგები შეიძლება იყოს საკმაოდ ტრაგიკული.  და რაც მოხდა მთიან ყარაბაღში არის ტრაგედია, თუ გახსოვთ რამდენი ბავშვი დაიღუპა და რა შედეგი მოჰყვა ამას?“, – დასძინა მან.

როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად არის აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, მათ შორის მთიანი ყარაბაღი.

უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის ლიდერებმა  სამშვიდობო ხელშეკრულებას უნდა მოაწერონ ხელი. ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არცა ( ყარაბაღი) არ იყო და არც იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში“.

აღსანიშნავია, რომ „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღიარებულია მხოლოდ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკების  – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, მოლდოვის დნეპრისპირეთის რესპუბლიკების მიერ.