მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დღეს დილით, დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, რამდენიმე შენობა მცირედით დაზიანდა.
- „დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, მცირე დაზიანება მოხდა რამდენიმე შენობაში“, – წერს მერი ტელეგრამის საკუთარ არხზე.
- როგორც სობიანინმა განმარტა, ინციდენტის ადგილზეა ქალაქის ყველა სასწრაფო დახმარება. ახლა ისინი მომხდარის ყველა გარემოებას იძიებენ.
- მერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მძიმედ არავინ დაშავებულა. მან ასევე მოუწოდა მოსკოველებს ენდონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.