7 დეკემბერი 2024

რუსეთის შიშით საქართველოს ერთა ლიგაში არ მიიღეს: საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, დანიამ, საბერძნეთმა..

1920 წლის 16 დეკემბერს საქართველოს საკითხი ერთა ლიგის ასამბლეაზე იქნა განსახილველად გატანილი.

პოლონეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, კოლუმბიისა და სპარსეთის დელეგატები საქართველოს მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდნენ, მაგრამ საბოლოო კენჭისყრამ მისთვის სასურველი შედეგი არ აჩვენა: ათ ქვეყანას ხმა საქართველოს მიღებისთვის მიეცა, ცამეტს – მიღების წინააღმდეგ, ხოლო ცხრამეტმა თავი შეიკავა ან მისი წარმომადგენელი კენჭისყრას არ ესწრებოდა.

საქართველოს ერთა ლიგაში წევრობას მხარი დაუჭირეს:

სამხრეთ აფრიკამ, ბოლივიამ, კოლუმბიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, სპარსეთმა, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და ჩილემ.

წინააღმდეგ ხმა მისცეს:

ავსტრალიამ, კანადამ, კუბამ, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, ინდოეთმა, ახალმა ზელანდიამ, ნიდერლანდებმა, იუგოსლავიამ, ჩეხოსლოვაკიამ და დანიამ.

  • 1920 წელი, 13 აგვისტო – საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში – დოქტორი ფონ ჰამელი გადასცემს განცხადების პროექტს, რომელიც მომზადდა იურიდიულ განყოფილებაში საქართველოს ერთა ლიგაში მიღებასთან დაკავშირებით.
  • 1920 წელი, 1 სექტემბერი – საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში – საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდენტი ოფიციალური მოთხოვნა დაშვების შესახებ.
  • 1920 წელი, 18 სექტემბერი – საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში – საქართველოს დელეგაციის პრეზიდენტი ლონდონში გადასცემს მემორანდუმს ხუთი დანართით, რომელიც ეხება საქართველოს მიღებას, საბჭოსა და ასამბლეასთვის წარსადგენად.
  • 1920_09.18__memorandum_with_five_annexes_part_i.pdf
  • 1920_09.18__map_of_georgia.pdf
  • 1920_09.18__memorandum_with_five_annexes_part_ii.pdf
  • 1920 წელი, 24 სექტემბერი – საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში – საქართველოს დელეგაცია ლონდონში – გადასცემს დოკუმენტების ასლებს, რომლითაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობებმა ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა; აგრეთვე საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების ამონაწერი და სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილი მემორანდუმი.
  • 1920.09.24_great_britain_france_and_italy_recognised_the_independence_of_georgia.pdf
  • 1920 წელი, 16 ოქტომბერი – საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში – საქართველოს დელეგაცია, ლონდონი – აცნობებს დელეგატების სახელებს, რომლებიც დაესწრებიან ასამბლეას ზეპირი ინფორმაციის გასაცნობად საქართველოს ერთა ლიგაში მიღების შესახებ: ბ-ნი გეგეჩკორი, ბ-ნი ავალოვი.
  • 1920.10.16_mr._gueguetchkori__mr._avaloff_to_the_admission_of_georgia.pdf
  • 1920 წელი, 20 ნოემბერი – საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში – გენერალური მდივანი – მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის ლიგაში მიღების შესახებ განცხადებაზე.
  • 1920.11.20_memorandum_on_the_application_of_the_republic_of_georgia.pdf
  • 1920 წელი, 14 დეკემბერი – საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში – კომიტეტი #5, ლიგის ასამბლეა – კომიტეტი #5-ის მიერ ასამბლეაზე წარდგენილი მოხსენება, რომელშიც შეჯამებულია საქართველოს ისტორია და მის ერთა ლიგაში გაწევრიანების განცხადება. რეკომენდაციას აძლევს ასამბლეას საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საქართველოს ერთა ლიგაში მიღების საკითხის თაობაზე.
  • 1920.12.14_committee_no._5_summarising_the_history_and_application_of_georgia.pdf
  • 1920_december_14_admission_of_new_members__georgia.pdf
  • 1920 წელი, დეკემბერი – საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში – სამდივნო – ასამბლეის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო არ მიიღეს ერთა ლიგაში. დოკუმენტში მოტანილია შემდეგი ინფორმაცია: 14 სახელმწიფო, რომლთაც ხმა მისცეს საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ, 10 სახელმწიფო, რომლებმაც ხმა მისცეს საქართველოს ერთა ლიგაში მიღებას. 18-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.
  • 1920.12-1921_14_states_voted_against_and_of_the_10_voted_for_her_admission.pdf

გაზ. ერთობა, 1921 წლის 6 იანვარი, N4

პარიზი. „ტანი“ იუწყება: დეკემბრის 17 სხდომაზე ვივიანმა მოკლე სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს ერთა ლიგის შემადგენლობაში მიღების შესახებ. შუამდგომლობის უარყოფის გამო ვივიანმა საფრანგეთის დელეგაციის სახელით შემდეგი განცხადება გააკეთა:

  • საქართველოს ერთა ლიგაში მიღების საკითხი მეტად სერიოზულია. ერთა ლიგაში ახალ სახელმწიფოთა მიმღებ კომისიას არ შეუძლია მისცეს ერთა ლიგას წინადადება საქართველოს უეჭველად მიღების შესახებ. ვინაიდან შეუძლებელია ამ ჟამად ეგრედ წოდებულ „რუსეთის საკითხის“ გადაწყვეტა.

ერთა ლიგა ვალდებულია გაუწიოს ანგარიში თავის წესდების მე-10 მუხლის, რომლის თანახმად ერთა ლიგის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოები ვალდებული არიან დაიცვან ყოველი თავის თანაწევრი, თუ უკანასკნელს რაიმე საფრთხე მოელის.

აშკარაა, ის სახელმწიფოები, რომლებიც მისცემდნენ ხმას საქართველოს ერთა ლიგის შემადგენლობაში მიღების საკითხს, ამით აიღებდენ თავის თავზე ვალდებულებას აღმოეჩინათ დახმარება საქართველოსათვის, თუ უკანასკნელს რაიმე გარეშე საფრთხე დაემუქრებოდა.

ასეთი ვალდებულების სისრულეში მოყვანა კი ამ ჟამად მეტად ძნელია. ამ თვალსაზრისს არ მიემხრენ რობერტ სესილი და ნანსენი, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდენ საქართველოს ერთა ლიგაში მიღებას.

ფიშერი მოითხოვდა მიექციათ ამ საკითხისთვის ყურადღება. ამასთანავე ფიშერმა იკითხა, – თუ ვინ აიღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას გაეგზავნა საქართველოსათვის ექსპედიცია, საქართველოს რომ დახმარება მოეთხოვა?

საკითხის ხანგრძლივ განხილვის შემდეგ საქართველოს შუამდგომლობა უარყვეს, ამასთანავე საქართველოს წარმომადგენლებს მიეცა უფლება, თუ ისინი მოისურვებენ მიიღონ მონაწილეობა საორგანიზაციო ტეხნიკურ საკითხების გადაწყვეტაში

საქართველოს დეპეშათა სააგენტო

ლიტვა, ესტონეთი და ლატვია უარჰყვეს 20 ხმით წინააღმდეგ 5-სა. საქართველო უარჰყვეს 14 ხმით წინააღმდეგ 10 ხმისა. ტეხნიკურ ორგანიზაციებში ეს სახელმწიფოები ისარგებლებენ იმავე უფლებით, როგორითაც ლიგის წევრები სარგებლობენ, აზერბაიჯანი, უკრაინა და ლიხტენშტეინი უარჰყვეს. ალბანეთი ლორდ რობერტ სესილის მოხსენების შემდეგ ერთხმად იქნა მიღებული სახელმწიფოების მიერ. საკითხი პატარა სახელმწიფოების მიღების შესახებ სათანადო კომისიებს გადაეცათ განსახილველად.