“ქართული ოცნება”: ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი!
საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე დასაქმებულ, ფრანგ პენსიონერ ს.ზ.-ს მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.
პარტია პრეზიდენტადწოდებულის ქმედებებს – პოლიტიკურად მიკერძოებულს და უკიდურესად არაობიქტურს უწოდებს. თუმცა, მათი პოზიციაა საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისგან თავშეკავება.
ამავდროულად , პარტია “ქართული ოცნების” პოლიტ.საბჭო თავს ვალდებულად თვლის , სავარაუდოდ ” გიჟი თავისუფალიას” პრინციპით იმოქმედოს და არავის მისცეს პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება: დაე, ს.ზ.-მ ილანძღოს, საზოგადოება ამუნათოს, უსამართლოდ გვაკრიტიკოს, ჩვენ დუმილით ვუპასუხოთ.
- ” მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი.
- ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას.
- ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.
- ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს, ” -ნათქვამია მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს სპეციალურ განცხადებაში.