გახარია ” ქართული ოცნების” სიგიჟეებს ამუხრუჭებდა და აბალანსებდა!
მთავარი ოპოზიცური პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე საქართველოს სირცხვილს, ძონძის თოჯინას, ე.წ. პრეზიდენტს- სალომე ზურაბიშვილის შეურაცხმყოფელს გზავნილებს ” გულწრფელს იყო და სამართლიანს”, საკუთარ შეფს, საქართველოს ექს.პრემიერს გიორგი გახაირიას კი ” ქართული ოცნების ” დამბალანსებელ და ” სიგიჟეების მამუხრუჭებელ ძალას” უწოდებს.
- „ჩემი სუბიექტური აზრით, მგონი, მაშინაც ჰქონდა გარკვეულწილად ვალდებულებები, თორემ ასე ბოლომდე არ შეტოპავდა, ხელის მუხრუჭს მაინც გამოიყენებდა.
- მაშინ, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ახერხებდნენ მათი ამ უგუნური სიგიჟეების დაბალანსებას.
- ჩემი აზრით, ბოლო ორმა წელმა ეს კარგად გამოაჩინა, თურმე რამდენს ახერხებდა და ვერ ახერხებდა გიორგი გახარია.
- ჩემი აზრით, ნეიტრალური თვალით რომ შევხედოთ, იმაზე ბევრის გადაზღვევას აკეთებდა გიორგი გახარია, ვიდრე შესაძლებელი ყოფილა.
- გიორგი გახარია იყო რეალური ხსნა უბედური ქვეყნისთვის, რომელიც ერმა ვერ შეიშნოვა.
- ხომ გამოჩნდა, რომ ხელის მუხრუჭის გარეშე მიმავალი „ქართული ოცნება“ ხან რომელ კედელს მიეხეთქება და ხან რომელს“,- აღნიშნა პატივცემულმა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემში.
რედაქცია: ტრაგიკული შეცდომაა, რომ ეს სამეული: კვირიკაშვილი-ხაზარაძე და გახარია დღეს, სასჯელს არ იხდიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის. თუმცა, არა არს დაფარული.