ამერიკა დეფოლტისთვის ემზადება
აშშ-ის მთავრობის არამდგრადი ვალის მდგომარეობა კვლავ კონტროლიდან გამოდის. აშშ-ს არსებული კანონმდებლობა არ იძლევა სესხის შემდგომი გაზრდის საშუალებას. კონგრესი ვალდებულია კიდევ ერთხელ გადახედოს ვალის ზედა ზღვარის გაზრდის საკითხს.
თუ ეს არ გაკეთდა ივნისამდე, ქვეყანას 1979 წლის შემდეგ პირველად დეფოლტი ელოდება. თეთრი სახლის პროგნოზით, საფონდო ბაზარი 45 პროცენტით ჩამოიშლება.ეს გამოიწვევს 2008 წელთან შედარებით ღრმა რეცესიას. ეკონომიკა კოლაფსისთვის ემზადება.
ვალის ახალი რეკორდი 31,8 ტრილიონი დოლარია. ჭერი , ანუ მთავრობის მიერ აღებული შიდა ვალის ზღვარი კი 31,4 ტრილიონი იყო.
ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაუდებელი ზომები დეფოლტის აღსაკვეთად. თეთრმა სახლმა მოუწოდა კონგრესს კანონმდებლობის შესწორებისკენ. ეს გახდა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კიდევ ერთი ვაჭრობის საგანი.
დეფოლტის შემთხვევაში, აშშ-ს ადმინისტრაციის მრჩევლებმა გამოთვალეს, რომ მშპ 6,1 პროცენტით შემცირდება, 8,3 მილიონი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საფონდო ბაზარი გზაჯვარედინზეა, რისკები საკმაოდ მაღალია.
- “ინფლაცია გაიზრდება, დოლარი ჩამოიშლება, აშშ-ის ობლიგაციების უმსხვილესი მფლობელები, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია და დიდი ბრიტანეთი, გაყიდიან მათ დაგდებულ ფასებში. მთელი მსოფლიო გაიქცევა დოლარის აქტივებისგან, სავარაუდოდ, ოქროში.” აღწერს ყველაზე პირქუშ სცენარს ნატალია მილჩაკოვა, Freedom Finance Global-ის წამყვანი ანალიტიკოსი.
მოვლენების ასეთ განვითარების ასთეი სცენარი ელის მთელ მსოფლიო ეკონომიკას.
- “ნედლეულის, მათ შორის ნავთობის ფიუჩერსი დაიშლება. ჩინეთს, შეერთებული შტატების უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, პრობლემები შეექმნება. რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნა დაეცემა. ასევევერ გაუძლებს რუსული რუბლი. ყველა განვითარებად ბაზარს გაუჭირდება. ”- წერს მილჩაკოვა.
მაგრამ ასეთი სცენარის ალბათობა მცირეა, როგორც კი დავალიანება ჭერს აღწევს, მას ჩვეულებრივ ზრდიან – და სესხის ოდენობა თოვლის ზვავივით აგრძელებს ზრდას.