6 დეკემბერი 2024

შოლცი: საჭიროა მშვიდობა, ამის პირობაა რუსული ჯარების გაყვანა!

წარსულის კომპლექსებით შეპყრობილმა  ოთახის ფინიამ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთი დაამარცხა, უკრაინაც გაათავისუფლა და მსოფლიოც იხსნა ახალი “რუსული ჭირისგან”.

უკრაინაში კონფლიქტის გაყინვაზე საუბარი არ შეიძლება, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დასძინა, რომ აპირებს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

მისი თქმით, „საბოლოოდ, უნდა იყოს შეთანხმება მოსკოვისა და კიევის ხელისუფლებას შორის“.

ოთახის ფინიის, შოლცის  ( თიკუნის ავტორი – ჟურნალისტი სეიმურ ჰერში)  თქმით, „რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება იყოს რაიმე სახის ცივი მშვიდობის დამყარება“ და „ფრონტის ხაზი ახალ „საზღვრად“ აქციოს რუსეთსა და უკრაინას შორის.

მისი თქმით, საჭიროა “სამართლიანი მშვიდობა” და “ამის პირობაა რუსული ჯარების გაყვანა. თუმცა, შოლცმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ეხება თუ არა ეს ყირიმს.

  • ჯარის გაყვანა. ჩვენი საქმე არ არის უკრაინის ნაცვლად მოთხოვნების ჩამოყალიბება, რისი წამოყენებაც უკრაინას სურს“, – განაცხადა მან.