კობახიძე: მზად არიან დათმონ აფხაზეთი და სამაჩაბლო კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არამკითხე, ნაცსექტის “ტორპედო” ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს არის უბრალოდ კატასტროფა, საზოგადოებამ ძალიან მძიმედ უნდა შეაფასოს ეს განცხადება.
- “ჩვენ ვიცით, რომ ფადი ასლი თავისით არაფერს წერს, ფადი ასლი არის „ნაცმოძრაობის“ და ფსევდოლიბერალების ერთერთი გამორჩეული „პროპაგანდისტი“, ის ახმოვანებს იმ გზავნილებს, რომელთა გატესტვაც უნდა ხოლმე კოლექტიურ ნაცმოძრაობას.
- ის პირდაპირ სასწორზე აყენებს ერთ მხარეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას და მეორე მხარეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობას. როდესაც ასეთი ნარატივის შემოპარებას ცდილობს „ნაცმოძრაობა“, ეს არის უბრალოდ კატასტროფული მოვლენა.
- 100-ზე მეტმა ფსევდოლიბერალმა ნაციონალმა მოიწონა ფადი ასლის ეს განცხადება. მათ შორის არიან ნაცმოძრაობის აქტიური სახეები, როგორიც არის იგივე დავით დარჩიაშვილი, ერთერთი საზმაუში აირჩია „ნაცმოძრაობამ“ შავგულიძე-ბასილაია, თუ რაღაც ასეთი, აქტიური „ნაციონალი“ და ერთერთი არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ცოლი, რომელიც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რაც არის უბრალოდ, უბედურება. მათ გამოავლინეს საკუთარი სახე.
- ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მზად არიან დათმონ აფხაზეთი და სამაჩაბლო კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. “ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.