6 დეკემბერი 2024

კობახიძე: ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში სტუმარ-მასპინძელი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ის ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის სამარცხვინო. ასეთი ბნელებისთვის, როგორიცაა ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია , მათთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში სტუმარ-მასპინძელი.

  • ” მე მინდა ერთი რამ გითხრათ, ასევე, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით. პირდაპირ ბანერი უდევს, რითაც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, და ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში მან განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება.
  • ასევე მინდა გავიხსენო ერთი რამ, იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც კონკრეტული დანაშაული აქვს რაიმეში ჩადენილი და არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა.
  • თავის დროზე თქვენ იცით, რომ სტუმარ-მასპინძელი ვაჟა-ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში. მაშინ ზოგადად მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის, ეს საქართველოსაც ეხებოდა. ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში სტუმარ-მასპინძელი.
  • მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ ზუსტად დააკვირდეს მოვლენებს ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.