11 ნოემბერი 2024

А я поеду на море

უკრაინის რუსეთზე გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, პირველ რიგში, დეოკუპირებულ ყირიმში გამგზავრებას გეგმავს. ამის შესახებ მან  ჩეხეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

  • ყირიმში წავალ, ძალიან მინდა ზღვის ნახვა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის დაზუსტებაზე, როდის მოხდება ეს, ზელემ უპასუხა, რომ „ზამთარში არ მოხდება“.

„რა გავაკეთო ზღვაზე ზამთარში? მაშინ წავალ, როდესაც უფრო თბილი ამინდი იქნება“, – განაცხადა უკრაინის უმაღლესმა მხედართმთავარმა.