14 ოქტომბერი 2024

ქართულ ოცნებაზე განრისხებული ექსპარლამეტარი გედევან ფოფხაძე სასტიკად აღაშფოთა ტელეკანალიზაციის მენეჯერის ნიკოლოზ გვარამიას  მიმართ გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ და მგზნებარე სიტყვით მიმართა სასამართლოს წინ შეკრებილ ბომონდს.

– “დღეს სათქმელი უნდა ითქვას აი, აქ, ამ ეზოში! ამიტომ, ყველას გთხოვთ ვინც გამოვა ეხლა დარბაზიდან- არსად არ ვიშლებით, ყველა ჩვენ სათქმელს ვამბობთ აქ.
დღევანდელი უკანონო სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს ჩვენთვის ათვლის წერტილი და ათვლის დღე.
დღეს უნდა დაიწყოს რაღაც ახალი! ეს არის ყველა ჩვენთაგანის ვალდებულება ვინც აქა ვართ და ამ დანაშაულის მოწმეები ვართ.
რომ არ გავხდეთ ამ დანაშაულის თანამომაწილეები , საჭიროა რომ ჩვენ რაღაცა გავაკეთოთ. დღეს უნდა იყოს ახალი ერთობის წინაპირობები”- განაცხადა ” ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის  ლიდერმა”

თუმც, გედევანი დაიკიდეს… არც რაიმე განსაკუთრებული სათქმელი უთქვამს ვინმეს..
დღევანდელი დღეც არ გამხდარა რაიმეს ათვლის წერტილი, გარდა ხვალინდელის,
არც ახალი დაწყებულა და დაიშალნენ კიდეც, როგორც შეიკრიბნენ.