საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" იმედია, საქართველოს პარლამეტი გათავისუფლდება ათეულობით ოლიგარქი დეპუტატისგან – თბილისი 24
19 მაისი 2024

იმედია, საქართველოს პარლამეტი გათავისუფლდება ათეულობით ოლიგარქი დეპუტატისგან

პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით – “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო.

პროექტის მიხედვით,ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;

გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;

დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1.000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის სექტმებრის თვის მონაცემების მიხედვით საარსებო მინიმუმი შეადგენს 247,3 ლარს.

ანუ, გამოდის, რომ თუ ეს კანონიც მორიგი ფარატინა ქაღალდი არაა, პარლამენტი მიმინიმუმ 80 მილიონერი ოლიგარქი დეპუტატისგან უნდა გათავისუფლდეს

“თბილისი 24 ” გულმხურვალედ მიესალმება მიღებულ კანონპროექტს და იმედოვნებს, რომ საკუთარი ქონების დასაცავად და ბიზნესის გასაფართოვებლად პარლამენტში ჩაბუდებული ოლიგარქები გამობუნძულდებიან პარლამენტიდან.