კობახიძე: ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ გამართულ პოლიტიკურ- პროვოკაციულ აქციას „ქართული ოცნების „ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის ქსენოფობიური კამპანიის ნაწილი, რომლის ადგილიც საქართველოში არ არის და წარმოადგენს ლიბერალურ-ფაშისტური კამოპანიის ერთ-ერთი განშტოებას.
- „ ჩვენ გვქონდა ვარაუდი, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა . ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება . ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკვონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან.
- ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური მიზანი. ეს არის ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობდა და მთავრი პროვოკატორები არიან დღეს სცენაზე- ხოშტარია, მელია და შემდეგ“- აცხადებს კობახიძე.